1 6 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და Visa-ს პატნიორობით 60 კომპანია ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter”-ში ჩაერთო

საქართველოს ბანკის, Visa-ს, Extra.ge-სა და Adapter-ის პარტნიორობით, რამდენიმე თვეა ქალი მეწარმეებისთვის ციფრული ადაპტაციის პროექტი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება.

 

“Adapter”-ის საშუალებით უკვე 60 კომპანია საკუთარ პროდუქციას Extra.ge- ზე ყიდის.

 

“პროექტის მონაწილეებმა წარმატებით განახორციელეს საკუთარი საქმიანობის ციფრულ არხებში ინტეგრირება და პანდემიის ფონზე, ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობისათვის ფეხის აწყობა. მეწარმეებმა “Adapter”-ის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით მიიღეს მხარდაჭერა, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა. პროექტში ჩართულმა მეწარმეებმა 2021 წელს უკვე გაყიდეს 700-ზე მეტი  პროდუქტი, მიიღეს 44 000 ლარზე მეტი შემოსავალი.

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  https://bit.ly/2XJjhgQ

 

„მოხარული ვართ, რომ პროექტში უკვე ჩართულია 60 ქალი მეწარმე, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდეს მათ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა საკუთარი მაღაზიის გაციფრულებით. ისინი წარმატებით ყიდიან პროდუქტს ყველაზე დიდ ინტერნეტ მოლზე, Extra.ge-ზე. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ინიციატივით, აქტიურად გრძელდება მონაწილეების პროდუქციის სოციალურ ქსელებში პოპულარიზაცია, რათა გავზარდოთ მათი ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ არაფრის წინაშე არ უნდა გაჩერდნენ. “, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

„Visa და საქართველოს ბანკი იზიარებენ საერთო მისიას, რომელიც ინოვაციური უნაღდო გადახდების ხელშეწყობასა და ადგილობრივი საზოგადოების განვითარებას ემსახურება. ჩვენი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, გულისხმობს ქალთა გაძლიერებას, რასაც Visa-ს #She’sNext ინიციატივის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ. Visa-ში ჩვენ გვჯერა, რომ მტკიცე მხარდაჭერით, ხელს ვუწყობთ ქალი მეწარმეების პროფესიულ ზრდას, ვუმარტივებთ ახალ რეალობასთან ადაპტაციას, შთავაგონებთ ბიზნესის წამოწყების საქმეში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ამ ინიციატივის ნაწილი, ვეხმარებით ნიჭიერ ქალებს თავიანთი ბიზნესის გაციფრულებაში, ვაფართოვებთ ჩვენს ქსელს და ამავდროულად ვავითარებთ ელექტრონულ კომერციას საქართველოში.“ - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...