1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია - „კომერციული უძრავი ქონება: ნავიგაცია ახალ რეალობაში“ - წარადგინა

თიბისი კაპიტალმა კომერციული უძრავი ქონების სექტორის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და რეპორტი წარადგინა.

პუბლიკაციის თანახმად, 2021 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, თბილისის სთრით რითეილში საშუალო შეწონილი იჯარა 2019 წლის მაჩვენებელზე 13.3%-ით ნაკლები იყო. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, იჯარა და ვაკანტურობა თბილისის სთრით რითეილში პანდემიამდელ დონეს 2023 წლის ბოლოს დაუბრუნდება.

ბოლო 2 წლის განმავლობაში, ვაკანტურობის მაჩვენებელი თბილისის სავაჭრო ცენტრებში სტაბილურ ნიშნულზე დარჩა. 2022 წელს ვაკანტურობის მხოლოდ მცირედით გაზრდა და შემდეგ მისი დასტაბილურებაა მოსალოდნელი.

გაზრდილი მიწოდება და შემცირებული მოთხოვნა ოფისებზე კიდევ უფრო გაზრდის ვაკანტურობას, რომელიც 2022 და 2023 წელს 25%-ს გადააჭარბებს.

2021 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საშუალო შეწონილი იჯარა თბილისის სავაჭრო ცენტრებში 19%-ით ნაკლები იყო 2019 წლის მაჩვენებელზე. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2022 წელს იჯარა აღდგება.

პანდემიამ ქართული სთრით რითეილის ტრანსფორმაცია დააჩქარა. სექტორი თანდათან იჯარის გადახდის ბრუნვაზე მიბმულ მოდელებზე გადადის და საიჯარო ხელშეკრულებების ლარიზაცია იზრდება.

მსხვილი საცალო მოვაჭრეების დიდი ნაწილი სულ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს ქსელის გაფართოებაზე რეგიონებში. ამავდროულად, თბილისის ზოგიერთი ძირითადი სავაჭრო ქუჩა მიმზიდველობას კარგავს მომხმარებლისთვის და, შესაბამისად, ტენანტებისთვისაც.

პანდემიას ხანგრძლივი ეფექტი ექნება საოფისე ფართებზე არსებულ მოთხოვნაზე, ვინაიდან დასაქმებულთა სულ უფრო დიდი ნაწილი აგრძელებს მუშაობას დისტანციურად. გაიზარდა მოთხოვნა საერთო სამუშაო სივრცეებზე, რომლებიც ახლა უკვე არამხოლოდ ფრილანსერებსა და სტარტაპებს, არამედ საშუალო და დიდი ზომის კომპანიებსაც იზიდავენ.

კომერციული უძრავი ქოების სექტორის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...