1 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დირკ ბუშლე - რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაცია არის უმთავრესი, პროტესტანტებმა უნდა აღიარონ ესკალაციის რისკები, რათა შემდგომში გაუგებრობა არ იყოს

რამდენიმე მთავარ საკითხზე შევთანხმდით, ერთ-ერთი არის ბარიერების მოხსნა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუცით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფა გადაადგილების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დირკ ბუშლეს თქმით, საერთო ჯამში, დღევანდელ შეხვედრაზე სამ საკთხზე მოახერხეს შეთანხმება.

"დღეს გაიმართა ძალიან ხანგრძლივი დისკუსია და შეხვედრა, რაც ნამდვილად პროდუქტიული იყო. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ  დავასთან დაკავშირებული სამი ძირითადი პუნქტის განხილვა.

​ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეხება თვით ნამახვანის პროექტს. კერძოდ, ჩვენს მიერ იმის იდენტიფიცირებას, თუ რამდენად გამოიკვეთება პროექტთან დაკავშირებული რაიმე ისეთი რისკი, რაც გადახედვას საჭიროებს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისეთი რისკი იქნა გამოვლენილი რომლის   აღმოფხვრის გარეშეც  შესაძლოა დადგეს მნიშნელოვანი ზიანი, ჩვენი ამოცანა იქნება რისკის პრევენციის გზების იდენტიფიცირება.

 ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რიონის ხეობაში არსებულ ვითარებაზე.  ისევე როგორც ყველა მხარეს, გვსურდა მონაწილეობა მიგვეღო  ხეობაში არსებული ვითარების დეესკალაციაში და მოხარული ვარ, რომ ყველა საკმაოდ კონსტრუქციული იყო.   ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას მთავრობისა და პოლიციის მხირან ვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რაც  უზრუნველყოფს იქ მცხოვრები მოწინააღმდეგების პროტესტისა და  თავისუფალი გადადგილების უფლებით სარგებლობას, თუმცა მათი მხრიდან  ყოველგვარი  გზების ბლოკირებისა და შეზღუდვების დაწესების გარეშე. საბედნიეროდ, დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ხეობაში არსებული ვითარების განმუხტვა, დისკუსიაში ჩართული ყველა მხარის ინტერესში შედის, რაც ნამდვილად მნიშნელოვანი მიღწევაა.

ბოლოს განვიხილეთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის  მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.ხაზგასმელია, რომ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა არა მხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის  ვალდებულებაც არის.  ამ თვალსაზრისით, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოებას გაუზირებს ინფორმაციას, თუ რა დაშვებების საფუძველზე და რა გზებით უნდა მოხდეს ენერგომომარაგების უზრუნველყოფა მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ მიღწეულ შეთანხმებებს მოჰყვეს შესაბამისი ქმედებები, პროექტისადმი ნდობის აღდგენის მიზნით. ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ".  - განაცხადა დირკ ბუშლემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...