1 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა გაიმართება

 

28 მაისი, 2021-საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, 31 მაისს, 21:00 საათზე  ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა გაიმართება. Startup Büro-ს ინიციატივითა და საქართველოს ფინტექ ასიციაციის მხარდაჭერით შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა Zoom-ის და Facebook Live-ის გამოყენებით ჩატარდება, მისი მთავარი თემა კი „ღია ბანკინგი და ფინტექ პროდუქტები“იქნება.

 

შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შემდეგ ბმულზეhttps://bit.ly/2RPmg4Dდარეგისტრირებით შეუძლია. ProductTank-ის შეხვედრა ინგლისურ ენაზე ჩატარდება, მისი მოდერატორი კი საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი იქნება.

 

შეხვედრასფინტექ კომპანიებიდანშემდეგიმოწვეული პროფესიონალები გაუძღვებიან:

 

როლანდს მესტერსი - Nordigen-ის აღმასრულებელი დირექტორი. კომპანია არის ერთ-ერთი პირველი ევროპაში, რომელმაცსხვადასხვა ბანკის მიერ შექმნილი ღია API სერვისები გააერთიანა და უფასოდ, მარტივი ინტეგრაციისა და მონაცემთა ანალიტიკის სერვისებით ემსახურება ფინტექ კომპანიებს.

 

ირაკლი აგლაძე - ღია ბანკინგის გადაწყვეტების ხელმძღვანელი ფინტექ სტარტაპში -ANNA Money, რომელიც ქმნის ციფრულ საბანკო მომსახურებას მცირე ბიზნესებისათვის ევროპისა და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.

 

გამოსვლებისა და პანელური დისკუსიის შემდეგ, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ კავშირების დამყარების მიზნით ე.წ. ნეტვორკინგის სპეციალურ პლატფორმა Wonder-ში გადაინაცვლონ.

 

„მსგავსი გამოცდილების სპიკერების მოსმენა ProductTank Tbilisi-ს მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო, დროული და საინტერესო  ინფორმაცია, თუ რას ცვლის ღია ბანკინგი ფინტექ პროდუქტებში, რა მოლოდინებს ქმნის მომხმარებლის მხარეს. ასევე,  რა ახალი ბიზნეს მოდელები შეიძლება შეიქმნას საბანკო მონაცემების ხელმისაწვდომობის ფარგლებში, რათა მიღწეული იყოს საბოლოო შედეგი, მომხმარებლისთვის მასზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პროდუქტების შეთავაზება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურისხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...