1 4 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვივა ჯგუფმა"ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა

11 მაისი, 2020-საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით „ვივა ჯგუფმა“დიღომში 312 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი  ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 22,482კვ.მ-ს შეადგენს.კორპუსის პირველი ბლოკის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდა. პროექტის ჯამურმა მოცულობამ 4.2 მლნ. დოლარი შეადგინა.

კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა კომპლექსი მომხმარებელს  კეთილმოწყობილ ეზოსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს სთავაზობს. 12 სართულიანი,ორი საცხოვრებელი ბლოკი თანამედროვე დიზაინითა და ექსტერიერით გამოირჩევა.კომპანია მშენებლობისას ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს იყენებს და აქტიურად უჭერს მხარს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანია დასაქმებული.

აღნიშნულის გარდა,  კომპანიას დაწყებული აქვს ორი პროექტი ასევე დიღომსა და ზუგდიდში. დიღომის ახალ პროექტი მოიცავს 520 საცხოვრებელ ბინას, რაც საერთო ჯამში  31,237 კვ.მ-ს შეადგენს. ახალ პროექტზე დამატებით  200 ადამიანი დასაქმდება.

კომპანია ცდილობს, საკუთარი სამშენებლო გამოცდილება და ხარისხი თბილისის გარდა სხვადასხვა რეგიონებში დანერგოს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა ქალაქ ზუგდიდში 52 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის ჯამური სამშენებლო ფართი  3,133 კვ.მ. იქნება.

„სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ახალი რეალობის პირობებში საქართველოს ბანკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ,რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. „ვივა ჯგუფი“ 6 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, მისი  მთავარი უპირატესობები ბინების დროული ჩაბარება და მაღალიხარისხია. კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული პროექტები ბაგებში და ჟვანიას ქუჩაზე. ვფიქრობთ, ბანკისა და „ვივა ჯგუფის“ თანამშრომლობა კომპანიას კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც მის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება. ეს კი  ახალი სამუშაო ადგილების და კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...