1 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კანის ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერია

კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia 2021 სტარტს 7 მაისს აიღებს.  ადგილობრივი კონკურსის ფორმატი ციფრული იქნება და წელს  სამ კატეგორიას უმასპინძლებს: პრინტს, დიზაინსა და ფილმს.

კანის ლომების ფესტივალის გადაწყვეტილებით, კრეატიული ინდუსტრია, 2021-ში, კანის მაგივრად, ერთმანეთს ციფრულ სამყაროში გადაეკვეთება. ოფიციალური ფესტივალის თარიღებია – 21-25 ივნისი.

Young Lions Georgia საქართველოში უკვე მეექვსე წელია ტარდება და წელს კონკურსში 123 გუნდი იასპარეზებს. დაჯილდოება 14 მაისს, თიბისი კონცეპტის სივრცეში, ციფრულ ფორმატში გაიმართება და ცერემონიის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.  გამარჯვებული გუნდები კი, ივნისში, მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის ჩემპიონებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან.

საქართველოს სარეკლამო და კრეატიული სფერო ძალებს იკრებს ამ მიმართულებით და წლიდან წლამდე სულ უფრო აძლიერებს თავის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე. ახალგაზრდული კონკურსის მიზანია მომავალი ტალანტების და ზოგადად კრეატიული აზროვნების ხელშეწყობა.

თიბისი უკვე მესამე წელია გულშემატკივრობს Young Lions Georgia-ს და მიზნად ისახავს კრეატიული ინდუსტრიის მხარდაჭერას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი გამორჩეული ინდუსტრიაა და საერთაშორისო ასპარეზზეც ეთქმის სიტყვა. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელოს ცხოვრება.

Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. კანის ლომები მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალია კრეატიულ და სარეკლამო ინდუსტრიაში. კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალგაზრდული კონკურსი ივნისის თვეში ტარდება, სადაც 30 წლამდელ რჩეულ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ თავიანთი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობა დაუმტკიცონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...