1 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სპეციალური შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის დეველოპერული კომპანიისგან - „ანაგი დეველოპმენტი“

თიბისი 2017 წლიდან სამშენებლო კომპანია - „ანაგის“ სტრატეგიული პარტნიორია და ეს თანამშრომლობა დეველოპმენტის მიმართულებითაც გრძელდება. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია - „ანაგი დეველოპმენტი“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს.

თიბისი კონცეპტისა და ანაგი დეველოპმენტის ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლებს  პარკ ჰოუმ ვაკესა და პარკ ჰოუმ საბურთალოს პროექტებში ბინის შეძენისას ეძლევათ განსაკუთრებული შესაძლებლობა ისარგებლონ სპეციალური პირობებით იპოთეკურ სესხზე:

·        პირველადი შენატანი - 0%

·        უზრუნველყოფა - მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება

·        ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, ლარში, მშენებლობის დასრულებამდე - 7.5%

o   დარჩენილ ვადაზე  რეფინ. განაკვეთს + 3,3%  

o   ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 11,41%-დან

·        სესხის ვადა - 180 თვე

 

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 2021 წლის 1 ივნისამდე.

 

პარკ ჰოუმ ვაკე აერთიანებს:

·        საბავშვო და სპორტულ მოედნებს

·        ფიტნეს დარბაზსა და 25 მეტრიან აუზს

·        პარკინგს

·        ლობის კონსიერჟის მომსახურებით

·        2 ჰა ფართობის პარკს

პარკ ჰოუმ ვაკე ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრითაა დაშორებული და 3 დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ბინების ფართი იწყება 44 კვ.მ-დან და ბარდება „კომფორტ სტანდარტ +“ კონდიციით, რაც გულისხმობს ბინის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას, გათბობისა და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით.

მშენებლობა დასრულდება 2022 წლის ივლისში.

პარკ ჰოუმ საბურთალო აერთიანებს:

·        კომერციულ და გასართობ ობიექტებს

·        სპორტულ და საბავშვო მოედნებს

·        ორ აუზს

·        ფიტნეს დარბაზს

·        6000 კვ.მ-ის ფართის რეკრეაციულ ზონას

პარკ ჰოუმ საბურთალო პრემიუმ კლასის ახალი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, მეტრო დელისიდან მხოლოდ 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს.  ბინების მინიმალური ფართი იწყება 42 კვ.მ-დან ,ბარდება სრული რემონტით, სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული ღუმელით, გამწოვითა და გაზის კომბინირებული ზედაპირით.

მშენებლობა დასრულდება 2023 წლის სექტემბერში.

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი წარმატებული ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგის ახალი მიმართულებაა, რომლის პრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრეაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს. სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 30 წლის წინ დაარსდა და დღეისათვის კომპანიაში 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თიბისისა და „ანაგს“ ერთობლივად 11-მდე პროექტი აქვთ განხორციელებული.

 

თიბისი კონცეპტის ყველა დეველოპერული შეთავაზების ნახვა შესაძლებელია: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-concept-mortgage

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...