1 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პროტესტის 183-ე დღე იყო პირველი დღე, როდესაც ხეობაში ვარლამ გოლეთიანი არავის უნახავს.

ის არ მისულა არც გუმათში, არც ტელეკამერებთან გამოჩენილა. არ ყოფილა არც სახლში, სადაც კურიერმა მიაკითხა.

ვარლამ გოლეთიანი რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ გაემიჯნა იმ ჯგუფებს, რომლებიც ნამახვანჰესის აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად გუმათში ჩავიდნენ, მათ შორის, ისეთ პირებს, რომლებიც ჰომოფობიური განცხადებებითა და ხშირად, რადიკალური ქმედებებით გამოირჩევიან. თუმცა, გოლეთიანიც და ის პირებიც, ვისი გზებიც საჯაროდ ნამახვანჰესის მისადგომებთან რამდენიმე კვირის წინ გაიყო, მიტროპოლიტმა სტეფანემ გააერთიანა.

რა კავშირია მეუფე სტეფანესა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის? რიონის მცველები ახლა ორი ეპარქიის ერთ წინამძღვარს იცავენ, რომელიც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო ქადაგებებითაა  ცნობილი.

რიონის ხეობის მცველის იქ ჩასვლას ასე აფასებს მამა ამდრია: (სარია)

"გოლეთიანის იქ ჩასვლას არ აქვს არანაირი გამართლება, იქ იყო ქართული მარში, ქართული იდეა, რომლებიც სხვა ქვეყნის იტერესების რადიკალრ დაკვეთას ასრულებენ. მე არ ვათანაბრებ ვარლამს მათთან, მაგრამ კითხვის ნიშნები იბადება. მე ვხედავ რუსულ კვალს საპატრიარქოში" - აცხადებს მამა ანდრია.

დგას თუ არა ნამახვანის პროცესების უკან მიტროპოლიტი სტეფანე და ნაწილობრივ საპატრიარქო. "კურიერმა" გაარკვია, რომ ვარლამ გოლეთიანი და მისი ოჯახი მიტროპოლიტ სტეფანეს მრევლია, ვარლამის მამა ცაგერ-ლენტეხის ეპარქიაში, 28 სოფლის ერთადერთი მღვდელია. მას და მიტროპოლიტს, უკვე ორი ათწლეულია, ახლო ურთიერთობა აქვთ. თავად მიტროპოლიტი ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და პროტესტის მონაწილებს ხშირად ამბიონიდანაც უჭერს მხარს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების დიდი ნაწილი, ბოლო დაძაბული დღეების განმავლობაში, მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდასაჭერად ჭყონდიდში იმყოფებოდა. "კურიერის" ინფორმაციით, ადგილზე იყვნენ ჩასულები ლევან ვასაძის წარმომადგენლებიც. ადგილზე იმყოფებოდა ჯონდი ბაღათურიაც, რომელიც ამბობს, რომ გოლეთიანს საერთოდ არ იცნობს და ასევე გურამ ფალავანდიშვილიც, საიდანაც ის გუმათში ჩავიდა და რიონის მცველებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...