1 8 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის ჯილდო „Hi Seoul Friends” და ქალაქ სეულის მერის მადლობის წერილი ქართულ კომპანია PSP-ს

უცხოურ კომპანიებს  „Hi Seoul Friends” ჯილდოს ანიჭებს ქალაქ სეულის მერია, ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად კორეული კომპანიებთან გამორჩეული და წარმატებული თანამშრომლობისთვის.

PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა; რომელმაც ასევე პირველმა, 2019 წელს კორეულ კოსმეტიკურ ბრენდ „მიზონთან“ თანამშრომლობა დაიწყო და დღეს უკვე 6 კორეული ბრენდის წარმატებული პარტნიორია.

ჯილდოსთან ერთად კომპანიამ მიიღო ქალაქ სეულის მერის, ოჰ სე-ჰუნის წერილი, რომელშიც ის ულოცავს კომპანია PSP-ს Hi Seoul Friends ჯილდოს მიღებას და მნიშვნელოვან ბიზნეს პარტნიორად აღიარებას.

თავდაპირველად, 2004 წელს, Hi Seoul Companies მეგობრობის წევრი კომპანია მხოლოდ 11 იყო. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ მეგობრობის წევრების რიხცვი 1000-ს აღწევს, 2024 წლიდან პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან ქართული კომპანია PSP შეუერთდა.

„PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია. სწორედ მომხმარებლის ინტერსების და მოთხოვნების გათვალსიწინებით დავიწყეთ მსოფლიოში ცნობილ და კორეის N1 ბრენდ „მიზონთან“ თანამშრომლობა 2018 წელს. ამჟამად მომხმარებელს უკვე 6 კორეული ბრენდის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ.  

უკვე 30 წელია, PSP 335 აფთიაქი საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის ოცი ათასზე მეტი დასახელების გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს, სამედიცინო, ბავშვთა კვების და მოვლის საშუალებებსა და მსოფლიოს ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების პროდუქტებს.

სასაიმოვნო აღიარება და დამატებითი სტიმულია Hi Seoul Companies მეგობრობის წევრობა, ჯილდო წარმატებული და სანდო პარტნიორობისთვის გვიბიძგებს კიდევ უფრო დიდი  წვლილი შევიტანოთ კორეის და სეულის მეგობარი ქვეყნების სამომავლო თანამშრომლობაში, წარმატებასა და კეთილდღეობაში“- აცხადებენ PSP-ში.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...