0 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მეტი სავალუტო შემოსავალი არა მხოლოდ რუსეთიდან; ყოველთვიური ადგილობრივი ინფლაცია უკვე სამიზნეზეა

 

მარტის სამომხმარებლო ფასების ინდექსის დეტალური ჩაშლა აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ჯამური ინფლაცია შემცირდა, არამედ სახეზეა მომსახურებისა და მთლიანობაში ადგილობრივი ინფლაციის კლებაც. უფრო მეტიც, ყოველთვიურ ჭრილში, ეს ინდიკატორი, რომელსაც სებ-ი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, უკვე 3%-იან სამიზნეზეა. ასევე, შემცირდა ინფლაციის სხვა, უფრო ანალიტიკური მაჩვენებლებიც.

 

მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მაისის მონეტარული კომიტეტის სხდომაზე განაკვეთის შემცირება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გარანტირებული არაა, რადგანაც შესაძლოა, სებ-ის აზრით, საჭირო გახდეს არსებული დინამიკის გაგრძელების კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება. თუმცა, თიბისი კაპიტალის აზრით, ადგილობრივი კომპონენტის მხრივაც, ინფლაციის შემცირება აშკარაა. თავის მხრივ, ეს ლარის დამატებით გამყარების საწინააღმდეგო არგუმენტიცაა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, მართალია მხოლოდ გარკვეულწილად, მაგრამ ლარის არსებული გამყარებაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებს აღემატება.

 

სავალუტო შემოდინებების კუთხით, საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის წილი გაიზარდა, თუმცა ასევე მზარდია სხვა ქვეყნებიდან მიღებული სავალუტო ნაკადებიც. ამასთან, აღრიცხვის კუთხით აღსანიშნავია, რომ მიგრანტების გარკვეული ნაწილი, მათთვის რეზიდენტის სტატუსის მინიჭების გამო, ტურისტულ სექტორში აღარ შედის. თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ასეთი კატეგორიის წილი შედარებით მცირეა. უფრო მეტიც, თიბისის 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, მიგრანტების ნახევარზე მეტი შემოსავლებს რუსეთიდან არ იღებს. ასევე, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დარჩენას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს. ექსპორტის მხრივ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კატეგორიების ანგარიშგასაწევი ნაწილი სასაქონლო პროდუქტებია, რომელთა ექსპორტიც უფრო საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული, ვიდრე კონკრეტულ ბაზარზე არსებულ ცნობადობასა და მოთხოვნაზე. ისევე როგორც, გასათვალისწინებელია, რომ რეექსპორტის ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ავტომობილები, ადგილობრივი დამატებული ღირებულების წილი მცირეა. იმპორტის კუთხით,  სხვა ბაზრებზე გადართვის საჭიროების შემთხვევაში, თავისთავად მთავარი კითხვა ფასი უფროა, ვიდრე ხელმისაწვდომობა.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...