1 9 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბათუმში სოციალური კაფე „სოციუმი“ გელოდებათ

ბათუმში, რამდენიმე თვეა რაც სოციალური კაფე „სოციუმი“ გაიხსნა. კაფე სოციალური საწარმო მეწარმეთა განვითარების ცენტრის მიერ შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" ფარგლებში.

„სოციუმი“ მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ფუნქციონირებს კაფე, მაღაზია და ტრენინგ ცენტრი.

 „სოციუმი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურეობას სთავაზობს. აქ მისულ ადამიანებს შეუძლიათ დააგემოვნონ კაფეს მენიუ ან შეიძინონ ნატურალური, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ეკო-მეგობრული სუვენირები და ნაკეთობები, ხელოვნების ნიმუშები.

ასევე, ადგილზე მისულ მომხმარებლებს შეუძლიათ, მეწარმეთა უნარების განვითარების მიზნით, დაჯავშნონ სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის, ტრენინგებისთვის, პრეზენტაციებისთვის, ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები, მასტერკლასები და სხვა ღონისძიებები.

„სოციუმში“ ვიზიტით და მის გუნდთან თანამშრომლობით, თქვენ შეიტანთ საკუთარ წვლილს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების და პოპულარიზაციის საქმეში. გაიგეთ უფრო მეტი „სოციუმის“ შესახებ: https://www.facebook.com/cafeSocium/

24 მაისს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მასთან არსებული ქალ  ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმში  მეწარმე ქალთა  ბიზნეს ფორუმი 2024 ჩატარდა, სადაც ნომინაციაში “სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში” ეკატერინე თარგამაძემ გაიმარჯვა, რომელიც სოციალური კაფე “სოციუმის” თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ფორუმი თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ჩატარდა.  მასში საქართველოს მასშტაბით 200-მდე დელეგატი მონაწილეობდა.

ფორუმის მიზანი იყო: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა,  ქალი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბიზნესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და საქმიანი კონტაქტების დამყარება.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...