სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
"დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ მესტიაში პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული," – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მთავრობას მოუწია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს, მაგრამ მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა.
"გამოდის, რომ მესტიაში ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, 1 000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1 000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1 000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში.
დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული. პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ეს შეზღუდვები როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა.
ჩვენ ვამბობდით, რომ ვირუსი არსად წასულა და გვმართებს დიდი ყურადღება და სიფრთხილე, იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, უნდა გავაგრძელოთ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვირუსის რისკების ეფექტიანი მართვის გარეშე არანაირი ეკონომიკური აღდგენა არ იქნება. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია," – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, გუშინ სვანეთიდან საკარანტინო ზონებში 919 მოქალაქე გადაიყვანეს. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, საკარანტინო სივრცეების მართვის ეფექტურობა უზრუნველყონ.
"გუშინ სვანეთიდან საკარანტინო ზონებში გადაყვანილი იყო 919 ჩვენი მოქალაქე. დღეის მდგომარეობით, 7 700 ადამიანი გვყავს საკარანტინო სივრცეებში და მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო ყველაფერს აკეთებს, აქ უკვე საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეების მართვა იყოს ეფექტური. ეს არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება მიაქციეთ იმას, როგორ ვმართავთ ამ საკარანტინო სივრცეებს," – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები