ახალი ბრენდები, თანამედროვე შოურუმები და გაყიდვები...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
|
თიბისისა და Forbes Woman-ის თანამშრომლობით 22 აპრილს „სტამბაში“ ღონისძიება „The Power of No” გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და პროფესიულ გზაზე მათ მოტივირებას. კონფერენციაზე დამწყები და შემდგარი პროფესიონალი ქალები გაეცნობიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი წარმატებული ქალების პროფესიულ ბიოგრაფიებს, მათ კარიერულ განვითარებაში „არა“-ს როლს და ამ გამოცდილებას ცოდნად აქცევენ. ღონისძიება დიალოგის ფორმატში, მომხსენებლების, მოდერატორებისა და აუდიტორიის მხრიდან ურთიერთშემეცნების გზით.
„The Power of No“ - ამ წამოწყებით ადამიანების ავთენტური და ცოცხალი ისტორიები შეიკრიბება, თეორიულ ჩარჩოში გაანალიზდება, ცნებით კატეგორიებად ითარგმნება და ცოდნად იქცევა. მოტივიაციის ზრდის, ინსპირაციის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების გარდა “The Power of No”-ს მონაწილეები ცოდნას ინტერაქციულად, საველე პირობებში წარმოქმნიან. ქალისა და ზოგადად, ადამიანის განვითარების ეროვნული დისკურსი კი რამდენიმე ასეული ადამიანის შემოქმედებითი თანაავტორობით აიგება,“ - თამარ თანდაშვილი, სამიტის კურატორი.
„ქალთა გაძლიერება თიბისისთვის ის სივრცეა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ბრენდის კულტურასთან და ESG სტრატეგიასთან. ეს ინიციატივა ბევრი ქალისთვის მოტივაციის მიმცემი და შთამაგონებელია, რადგან მნიშვნელოვანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. წარმატების მაგალითი მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც ქალებს ცხოვრებისეული და პროფესიული ბარიერების გადალახვაში დაეხმარება. გვჯერა, რომ Forbes Woman-თან ჩვენი მორიგი პარტნიორობა ბევრი ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მუხტად იქცევა, რომ უკეთესობისკენ შეცვალონ ის, რისი შეცვლაც შეუძლიათ” - თამთა კუპრაძე, თიბისის სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდერი
ქალისა და კაცის პროფესიული განვითარების გზა ერთმანეთისგან მრავალი ასპექტით განსხვავდება. „The Power of No“-ს ფოკუსი ის სტრუქტურული და კულტურული ბარიერებია, რომლებიც გენდერულად სპეციფიკურია მსოფლიოს მასშტაბით და ქალთა კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს. სიტყვა „არა” გამოყენებულია როგორც მეტაფორა და მასში გაერთიანებულია ხელისშემშლელი სოციალური კონტექსტი, მჩაგვრელი ინსტიტუციური მოწყობა და თვით-დამაკნინებელი აზროვნება.
თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელთა მიზანიც ქალების პროფესიული განვითარება, დასაქმება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. თიბისი აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების, დასაქმებისა და სხვადასხვა უნარების გამომუშავების ხელშემწყობ პროექტებში.
ღონისძიება 22 მარტს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართება. მას მოწვეული სპიკერები გაუძღვებიან, აუდიტორიას თავიანთ ისტორიებს გააცნობენ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს გასცემენ.
ბილეთების შეძინა შესაძლებელია ბმულზე: http://tkt.ge/ThepowerofNO
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები