0 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სტარტაპი CARTUNE - ი მძღოლების ცხოვრების გასამარტივებლად

თანამედროვე ბიზნეს ეკოსისტემაში სტარტაპერები უკვე არც ისე ცოტა ხანია, გამოჩდნენ და მათი ინოვაციური იდეები ამ ინდუსტრიაში ნელ-ნელა თამაშის წესებს ცვლის, ახალ პროდუქტებს ქმნის და ყოველდღიურობას ამარტივებს. ადამიანების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება თიბისიც, რომელმაც წლებია, პროგრამა სტარტაპერი დააარსა. ეს უკანასკნელი მცირე ბიზნესებს ტრენინგებს, კონსულტაციებს, ფინანსურ დახმარებასა თუ მედიამხარდაჭერას სთავაზობს, რაც თავის მხრივ ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას ემსახურება.  პროგრამის ნაწილია სტარტაპ ისტორიები, ბლოგების სერია, რომლითაც თიბისი საზოგადოებას აქტიურად აცნობს ახალბედა ინოვაციურ კომპანიებს დიდი მიზნებით.

CARTUNE-ი არის სტარტაპი, რომელიც ავტომობილის მძღოლებსა და ხელოსნებს შორის ურთიერთობას ამარტივებს. უფრო კონკრეტულად, ეს პატარა კომპანია ქმნის და ავითარებს ავტოსახელოსნოების შესადარებელ პლატფორმას, სადაც შედარების მთავარი კრიტერიუმებია: ფასი, სანდოობა, ადგილმდებარეობა და თავისუფალი დრო. Სანდოობას მომხმარებლის მიერ დაწერილი რეიტინგი განსაზღვრავს, სასურველი სახელოსნოს შერჩევის შემდეგ კი ვიზიტის დაჯავშნაა შესაძლებელი.

“CARTUNE-ის მისიაა, საავტომობილო მომსახურების სფერო გაცილებით პოზიტიური, ცოცხალი, სანდო და ფერადი გავხადოთ. Პროფესიონალ და კეთილსინდისიერ ავტოხელოსნებს ფართო აუდიტორიასთან მიწვდომაში ვეხმარებით, ხოლო მძღოლებს იმ პრობლემებს ვუგვარებთ, რომელიც მათ ყოველდღიურობას სტრესულსა და უსიამოვნოს ხდის”,- გვიყვება თომა ფირცხელანი, CARTUNE-ის CEO და თანადამფუძნებელი.

გუნდს ყოველთვის უნდოდა, რაიმე ჭეშმარიტად ღირებული შეექმნა და ადამიანების ცხოვრება უფრო მარტივი და ბედნიერი გაეხადა. Სწორედ ამ დროს შეიტყვეს სტარტაპ აქსელერატორი Startup Drive-ის შესახებ, რომელშიც CARTUNE-მა კომპანია Tegeta-სგან 100,000 ლარის ინვესტიცია მოიპოვა.

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 85% წლოვანებით 10 წელზე ძველია. Ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ნათელია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ავტომობილის, როგორც ფუფუნების საგნის შეძენა ბიუჯეტურად ურჩევნია. გამომდენარე აქედან, მისი შეკეთება და გამართვაც მცირე და საშუალო ავტოსახელოსნოებზე მოდის.

CARTUNE ჰყავს არაერთი ლოკალური კონკურენტი. თუმცა სტარტაპს კონკურენტებისგან ის განასხვავებს, რომ როდესაც სხვა ბიზნესებმა თავიანთ სამიზნედ მოსახლეობის ის შეძლებული 15% აირჩიეს, CARTUNE-მა არჩევანი შეაჩერა ადამიანებზე, რომლებიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ.

CARTUNE თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერილ პროექტ “სტარტაპ პრე-აქსელერატორშიც” მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალი მენტორების დახმარებით სტარტაპ განათლების ინტენსიური პროგრამა გაიარა. გუნდი აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობას მათი წარმატების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად ასახელებს.

CARTUNE-ის სამომავლო გეგმები პლატფორმის განვითარებას, დახვეწას, მომხმარებლების ინტერესებზე კიდევ უფრო მეტად მორგებასა და გლობალური ბაზრისთვის მზადებას უკავშირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...