0 2 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ჩვენი პასუხისმგებლობაა საკუთარი და სხვისი სიცოცხლის დაცვა“ - ელენე კალანდაძე „თეგეტას“ წინასაახალწლო კამპანიას შეუერთდა

ელენე კალანდაძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ახალ წელს სამსახურში ხვდება და ყველაზე მეტი სამუშაო სწორედ ახალი წლის დამდეგს აქვს. ამასთან, აუცილებლად მოღიმარი, ხალისიანი და ენერგიული  უნდა იყოს, რათა სცენიდან ათასობით ადამიანისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნას.

ელენე კალანდაძე, მომღერალი: „წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდის მოახლოება დიდ ფუსფუსთანაა დაკავშირებული. ემს დიდ ოჯახში საქმე ყველა წევრზეა გადანაწილებული. აი, მე, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მისია დამეკისრა, რომელსაც ყოველ წელს პირნათლად ვასრულებ  -  ეს არის ნაძვის ხის მორთვა და, შესაბამისად, სიხარულით და დადებითი ემოციებით, სახლში საახალწლო განწყობის შექმნა.

ჩემი პროფესიიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, უკვე წლებია, ახალი წლის დადგომა, ოჯახურ სამზადისთან ერთად, გაორმაგებულ შრომასთან ასოცირდება. ამ პერიოდში უამრავი სადღესასწაულო ღონისძიება და კონცერტი იმართება და ჩემთვისაც ეს ჯადოსნური პერიოდი განსაკუთრებულად დატვირთულია. ახალი წლის ღამის გატარებაც, ტრადიციულად, სიმღერ-სიმღერით, სხვადასხვა სცენაზე მიწევს. ბოლო გაჩერება კი ყველაზე ტკბილი და თბილია, მაშინ როდესაც ჩემს მძინარე შვილს ვაკოცებ და ახალი წლის დადგომას მივულოცავ.“

პროფესიიდან გამომდინარე, ელენესთვის უცხო არ არის, რომ ახალი წლის აღნიშვნას, მხიარულებასთან ერთად,  ალკოჰოლის განსაკუთრებით ჭარბი მოხმარება, შემდეგ კი ხშირად არაკეთილგონიერი ქცევა მოსდევს, მათ შორის - მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა. როგორც ელენე ამბობს, თავადაც მჯდარა ნასვამი საჭესთან და ამას აღარასდროს გაიმეორებს. ყველაზე ცუდად კი ის შემთხვევა ახსენდება, როცა საკუთარი მანქანის მართვის ნება მთვრალ მეგობარს მისცა.

ელენე კალანდაძე, მომღერალი: „როცა მთხოვა მეგობარმა საჭესთან დამესვა, რატომღაც, ნება დავრთე, არ ვიცი, რატომ. ამ დროს მანქანაში ბევრნი ვისხედით. უეცრად სიჩქარის დამორჩილება ვერ მოახერხა, გმირთა მოედანზე მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემაღლებულზე შევარდა. სასწაულებრივად გადავრჩით და, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მახსოვს, რამდენიმე წამი გაშეშებულები ვისხედით და ვაანალიზებდით, რაც მოხდა. ეს იყო უდიდესი გაკვეთილი ჩემთვის და გარშემო მყოფებისთვის.“

სამწუხაროდ, ზოგჯერ არც სხვების და არც საკუთარი  მაგალითები საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხს ეხება „თეგეტა ჰოლდინგის“ წინასაახალწლო კამპანია - „აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში“. კამპანიის მთავარი ვიდეო ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებულ, მრავალფეროვან გზებს წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ გართობას შეზღუდვები არ აქვს. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ უნდა ვმართოთ.

კამპანიის გზავნილს ელენეც უერთდება და საზოგადოებას მეტი სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს.

ელენე კალანდაძე, მომღერალი: „ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მტკივნეულ და პრობლემურ თემასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ შევუერთდი „თეგეტას“ ამ მნიშვნელოვან და დროულ კამპანიას. მინდა, თითოეულმა მძღოლმა, კარგად გააცნობიეროს ის საფრთხეები, რაც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ახლავს და ისიც, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა საკუთარი და სხვისი სიცოცხლის დაცვა.

გულწრფელად მინდა ვუსურვო საზოგადოებას, უსაფრთხო, დაცულ და სამართლიან  ქვეყანაში ცხოვრება.  2023 წელი სიკეთის და სიმშვიდის წელი ყოფილიყოს.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...