2 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი, კონგის 2022 წლის სამიტზე ფინანსების მიმართულებით საუკეთესო ინოვატორად დასახელდა

თიბისიმ კონგის API ღრუბლოვანი პლატფორმის 2022 წლის ინოვატორის ჯილდო მიიღო ფინანსების მიმართულებით. ეს ჯილდო იმ გუნდების და ინდივიდების აღიარებაა,  რომლებიც ინოვაციებს თავიანთ ორგანიზაციებში API-ების, მიკროსერვისების, ღია კოდის და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ნერგავენ. გამარჯვებულები სან-ფრანცისკოში კონგის რიგით მეხუთე სამიტზე დასახელდნენ. 

„ჩვენი გუნდისთვის წლის საუკეთესო ინოვატორად დასახელება ისეთი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიისგან, როგორიც Kong-ია, დიდი აღიარება და მოტივაციაა. თიბისის მიზანია, იყოს რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია. შესაბამისად, საკმაოდ კომპლექსურ ტექ ტრანსფორმაციას გავდივართ. Kong-ის გადაწყვეტის დანერგვა კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ეფექტიანი ცვლილება აღმოჩნდა კომპანიისთვის. ვაგრძელებთ, უახლესი საერთაშორისო პრაქტიკების და გადაწყვეტების შემოტანას ჩვენს ციფრულ პროდუქტებსა და სისტემებში, იმისთვის რომ გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს ცხოვრება.“აცხადებს ბიბი მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.

Kong-ის გადაწყვეტის დანერგვამ თიბისიში ინოვაციური პროცესების ოპტიმიზირება შეძლო და ახალი აპლიკაციების გამოშვების დრო 40%-ით შეამცირა. თიბისის სხვადასხვა სისტემების და გუნდების ჩართულობისთვის სჭირდებოდა მოძველებული მიდგომების შეცვლა და უფრო მოქნილი პროგამული უზრუნველყოფის დანერგვა. ყოველწლიური API ინოვატორის ჯილდო გამოარჩევს კონგის ეკოსისტემაში ჩართულ პროექტებს, რომლებიც აღნიშნულ ორ მხარეს აკავშირებს ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა: Konnect, Kong Enterprise, Kong Gateway, Kuma და Insomnia.

„ციფრული ეკონომიკისთვის ინოვაციების შემოტანა ადვილი საქმე არ არის. შთამაგონებელია თუ შევხედავთ, როგორ აითვისეს წლევანდელმა API Innovator Awards-ის გამარჯვებულებმა API-ები და მიკროსერვისების ინფრასტრუქტურა ამ ცვლილებასთან ადაპტაციისთვის. მოხარულნი ვართ, წარმოვაჩინოთ და დავაჯილდოვოთ ეს ადამიანები და გუნდები” - ამბობს მარკო პალადინო, CTO და Kong Inc-ის თანადამფუძნებელი.

Kong არის ღრუბლოვანი API პლატფორმა,რომელიც API დეველოპერების მიერ აღიარებულია, როგორც  ყველაზე სწრაფი და ყველაზე მიღებული “API Gateway” პლატფორმა მსოფლიოში. Kong-ი სერვისები და გადაწყვეტები ფართოდ გამოიყენება როგორც სტარტაპერებისთვის, ასევე, Fortune 500-ში შემავალი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Nasdaq, PayPal, GE, Samsung, Expedia, GlaxoSmithKline, Rite Aid, Moderna, Wayfair და Verifone.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...