0 2 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში „ჯაოკენის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ჯაოკენის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი 180-ში სარემონტო მასალების ახალი ფილიალი გაიხსნა. შენობა  24,019 კვ.მ-ზეა განთავსებული და მოიცავს 35 სხვადასხვა ბრენდის კერამიკულ და კერამოგრანიტის ფილებს, ლამინირებულ იატაკს, პარკეტს, შპალერს,  ლაქ-საღებავებს, სანტექნიკას, სააბაზანო ოთახის ავეჯსა და აქსესუარებს. კომპანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ძირითად იმპორტს აწარმოებს ესპანეთიდან და იტალიიდან. პროექტის საერთო საინვესტიციო მოცულობა 5.8 მლ ევროს აღწევს. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 3.2 მლნ ევროს შეადგენს.

 

“კომპანია ჯაოკენი დაარსდა 1997 წელს საქართველოში. მთელი გუნდის ნაყოფიერმა და წარმატებულმა მუშაობამ კომპანია კონკურენტუნარიანი გახადა და ბაზარზე საპატიო ადგილიც დაიკავა. დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი ჯაოკენის შოურუმები, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და თელავი. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ქვეყანაში. ჯაოკენის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო მომსახურება. გვიხარია, რომ ამ ყველაფრის განხორციელებაში გვერდით გვიდგას ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოს ბანკია, რომელიც გვიბიძგებს მუდმივი განვითარებისაკენ“,- განაცხადა ჯემალ ჯაოშვილმა, ჯაოკენის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა.

 

„მოხარული ვართ რომ ჩვენთან პარტნიორობთ „ჯაოკენმა“ კიდევ ერთი ფილიალის გახსნა შეძლო. ეს კომპანია არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გაჩერდე ბიზნესის განვითარების გზაზე. ჩვენ 2016 წლიდან ვთანამშრომლობთ და ვხედავთ, როგორ ფიქრობს კომპანია მუდმივ რეჟიმში გაძლიერებაზე, ეკონომიკის სტიმულირებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ამ ეტაპზე ფილიალებში უკვე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი. ჩვენ გვინდა ვუსურვოთ მათ წარმატება. ჩვენ კი ვაგრძელებთ ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდაჭერას“,-განაცხადა სანდრო ძაგნიძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...