0 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი გუნდის ახალ წევრებს ეძებს

რეგიონის წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია, თიბისი, გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. კომპანია, რომელიც 8000 თანამშრომელს აერთიანებს, ახალ ტალანტებს ეძებს. შესაბამისად, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ თანამედროვე, მოქნილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, დაიწყოთ კარიერა სასურველი მიმართულებით და გახდეთ 30-წლიანი ისტორიის ნაწილი.

თიბისი ახალ წევრებს როგორც ტექნოლოგიური, ისე საბანკო მიმართულებით რეგიონებსა და ქალაქებში ეძებს და მათ თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, მეგობრულ, სასიამოვნო, თავისუფალ სამუშაო ატმოსფეროს, გამორჩეული დიზაინის მქონე მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმირებულ ფილიალებს და, რაც მთავარია, კარიერული ზრდის პოტენციალს სთავაზობს.

"უკვე სამი ათწლეულია, თიბისი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელი კომპანიაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ, გავზარდოთ ტალანტები და ხელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებაში. თიბისიში ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და საწყისი საფეხურებიდან მოკლე დროში გადაინაცვლოს წამყვან პოზიციებზე. ჩვენ ვაერთიანებთ 8 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ორიენტირებული არიან მუდმივ განვითარებაზე, სიახლეების აღმოჩენასა და ზრდაზე. რაც მთავარია, ჩვენ ვამაყობთ, რომ, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით, ქვეყანაში გამორჩეულ სამუშაო კულტურას ვქმნით", — ამბობს გვანცა მურღვლიანი, ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად ესტუმრეთ ვებგვერდს თიბისი კარიერა.

თუ თქვენთვის საინტერესო საქმიანობა ჩამოთვლილ ვაკანსიებს შორის ჯერ არ არის, თუმცა გინდათ, თიბისის თავი გააცნოთ, მაშინ ამ ბმულზე ატვირთეთ რეზიუმე ან ერთ წუთიანი ვიდეო, რომელშიც თქვენს ისაუბრებთ საქმიანობასა და განათლებაზე, ასევე, განმარტავთ, თუ რატომ და რომელი მიმართულებით გსურთ თიბისიში მუშაობის დაწყება. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ თქვენი საკონტაქტო დეტალების გაზიარება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...