„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ჯოლიოს“ ქართული წარმოების არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი ექსპორტზე გავიდა. კომპანია ნეპალს, ტუნისს და სომხეთს 626 ტონა ზეთით ამარაგებს. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საწარმოს მშენებლობას და დანადგარების შეძენას მოხმარდა. საწარმოს თვეში 3000 ტონა მზესუმზირის მარცვლის გადამუშავების რესურსი აქვს, რაც დაახლოებით 1,2 მლნ ლიტრი რაფინირებული და ბოთლში ჩამოსხმული ზეთის წარმოებას უტოლდება. კომპანია ყოველდღიურ საქმიანობაში 65 ადამიანს ასაქმებს.
„ჩვენი კომპანია მზესუმზირის ზეთის გარდა, მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებულ „მზესუმზირის შროტსაც“ აწარმოებს, რაც ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება და მისი 99 %-ის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. რაც შეეხება ჩამოსხმულ ზეთს, ის საქართველოში, როგორც საცალო, ასევე სავაჭრო ქსელებში გაიყიდება “იალონის” ბრენდის სახელით. ჩვენ უკვე გავედით ექსპორტზე და სამომავლოდ ვგეგმავთ ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას. ვაპირებთ ავითვისოთ ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩრდილოეთ აფრიკა“,- განაცხადა ლევან ტრაპაიძემ, კომპანიის დირექტორის მოადგილემ.
„მოხარული ვართ, რომ კომპანია სულ უფრო მეტად ვითარდება. ხარისხი და პასუხისმგებლობა კომპანიის ძირითადი ფასეულობებია, რის საფუძველზეც იქმნება პროდუქტი, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და გაუმჯობესებაზე. „ჯოლიო“ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური საწარმო. ის უწყვეტ რეჟიმში, ადგილზე არსებული თანამედროვე ლაბორატორიით, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტებითა და კვების ტექნოლოგებით, კვალიფიციური ადგილობრივი კადრებით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის 100% მზესუმზირის ზეთს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმებში, რაც ახალი ბაზრების ათვისებას გულისხმობს“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, კომპანია ჯოლიო დაარსდა 2019 წელს და წარმოადგენს პირველ ქართულ ბიზნეს პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს მზესუმზირის ზეთის წარმოების სრულ ციკლს და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ნედლეულის დამუშავება, დაწნეხა, რაფინირება, დაფასოება. ასევე, აწარმოებს ცხოველთა და ფრინველთა საკვებს. საწარმო ISO 22000-ით არის სერთიფიცირებული. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეესაბამება ევროპის მიერ აღიარებულ სტანდარტებს და მუდმივად მოწმდება როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის ლაბორატორიებში.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები