1 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით “მწვერვალი“ განვითარებას განაგრძობს

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ძალებით, ბიზნესის მხარდამჭერი პროექტი კვლავ გრძელდება. მისი მიზანია, მსუბუქი მრეწველობის სფეროში ოპერირებად ბიზნესებს საქმიანობის განვითარებაში, პროდუქციის დახვეწასა და ექსპორტზე გასვლაში შეუწყოს ხელი.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ხის სათამაშოების, საბავშვო ავეჯისა და დეკორის საწარმო - „მწვერვალი“.  კომპანიის პროდუქციას მაღალი ხარისხი გამოარჩევს. ნაწარმი წიფლის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის საუკეთესო ხარისხის მასალით მზადდება. ამასთან, „მწვერვალი“ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად საღებავებსა და წებოს მოიხმარს, რომელიც ევროკავშირის სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივას სრულად შეესაბამება.

კომპანია 2016 წლიდან აწარმოებს სათამაშოებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ასაკის შესაბამის განვითარებას. 2020 წელს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით, „მწვერვალის“ პროდუქცია საერთაშორისო პლატფრომა Etsy-ზე განთავსდა. საქართველოს ბანკის ჩართულობით კი, კომპანია აგრძელებს შემდგომ განვითარებას.

„ჩვენს პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავიწყეთ გაფართოებაზე ფიქრი. ჩვენი დიდი სურვილი იყო, პროდუქცია საზღვრებს გარეთაც გაგვეტანა და ეს ასეც მოხდა. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ჩვენი ნაკეთობების შეძენა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი ვაგრძელებთ შემდგომ განვითარებას. უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ საქმიანობის პროცესში კიდევ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. პროექტში მონაწილეობამ უფრო დიდი სტიმული მოგვცა, არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ განვითარება“ , - განაცხადა „მწვერვალის“ დამფუძნებელმა, თინა დათუკიშვილმა.

„მწვერვალის“ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომპანიის სოციალურ გვერდზე: https://bit.ly/3F2LSyb

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...