1 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ლიმონათი ნატახტარი“ ახალი სპორტის - ტექბოლის მხარდამჭერი გახდა

 

 „შეხვედრების სივრცეში“ „ლიმონათ ნატახტარსა“ და   საქართველოს ტექბოლის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ხელშკრულება გაფორმდა, რომლის მიზანს სპორტის ახალი სახეობის - ტექბოლის - საქართველოში განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა წამოადგენს.

 „ნატახტარის“ მწარმოებელ კომპანია „ეფეს საქართველოსა“ და სპორტულ ფედერაციას შორის ხელშეკრულებას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და ფედერაციის ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი.

“ეფეს საქართველოსთვის“ ეს არ არის პირველი სპორტის სახეობა, რომელსაც ის უჭერს მხარს და ეხმარება განვითარებაში. ტექბოლის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, „ლიმონათი ნატახტარი“, სპორტის მხარდაჭერის მიზნით, არაერთ საინტერესო ღონისძიებას და აქტივობას გეგმავს.

საქართველოს ტექბოლის ფედერაცია 2018 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა და მალევე, 2018 წლის 19 ოქტომბერს გახდა ტექბოლის საერთაშორისო ფედერაციის ფიტეკის წევრი.

მოკლე ინფორმაცია ტექბოლის შესახებ

ტექბოლი  ფეხბურთზე დაფუძნებული სპორტია, რომელიც თამაშდება სპეციალურ მრუდე მაგიდაზე (Teq table). ტექბოლი ძალიან პოპულარული გახდა ახალი თაობის სპორტსმენებში და მოყვარულ ენთუზიასტებში, რომელთა მიზანია განავითარონ თავიანთი ტექნიკური უნარები, კონცენტრაცია და გამძლეობა.

სპორტი, რომელიც უნგრეთში შეიქმნა 2017 წელს, ალბათ გენდერულად ყველაზე თანასწორი თამაშია, რადგან წესების თანახმად, ტექბოლი უნდა ჩატარდეს ორ (ერთეულ) ან ოთხ მოთამაშეს შორის (წყვილი), განურჩევლად სქესისა. ტექბოლის თამაში შეიძლება სხვადასხვა ზედაპირზე, როგორიცაა ქვიშა, აკრილი, ბალახი ან დარბაზი. მოთამაშეს აქვს მაქსიმუმ სამი შეხება, სანამ ბურთს დაუბრუნებს მეტოქეს, ასე რომ, თუ ფეხბურთის ბურთის სამჯერ აკენწვლა შეგიძლიათ, თქვენ ასევე შეძლებთ ტექბოლის თამაშს. ტექბოლი არის ფეხბურთის ყველაზე უსაფრთხო თამაში, ვინაიდან ტექბოლში აკრძალული

მოწინააღმდეგესთან ან მაგიდასთან მოთამაშის შეხება, რაც ავტომატურად ამცირებს ფიზიკური ტრამვის რისკებს.

მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში დარეგისტრირებულია ტექბოლის 3000-ზე მეტი  პროფესიონალი მოთამაშე, გლობალური მასშტაბით ფუნქციონირებს 102 ეროვნული ფედერაცია და 1500-ზე მეტი ტექბოლის რეგისტრირებული კლუბი. 250 ფიტეკის (FITEQ) მიერ გადამზადებული მსაჯი. შექმნის დღიდან ჩატარებულია 3  მსოფლიო ჩემპიონატი (2017,2018,2019). ტექბოლი აღიარებულია 2 კონტინენტური ოლიმპიური ასოციაციის მიერ (OCA, ANOCA), ასევე იგი არის მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წევრი (WADA). მიმდინარეობს მუშაობა იმ მიმართულებით, ტექბოლი ოლიმპიური თამაშების ნუსხაშიც მოხვდეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...