„Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...
|
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალი 5 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში, ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“ გაიხსნება.
ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოვება 11 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში შედგება, სადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის ლუი გარელის ფილმი „ჯვაროსნული ლაშქრობა“.
დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ ფესტივალის პრიზი- ოქროს პრომეთე.
საერთაშორისო ჟიურის წევრები - იაელ ფოჟიე ( ფრანგი პროდიუსერი), ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა) და კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და მეცნიერი) არიან. ჟიური საკონკურსო ფილმებს შეაფასებს და გამარჯვებულს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:
· საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
· საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
· საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
წელს კინოფესტივალზე მთავარი აქცენტი ქართულ ფილმებზე კეთდება. ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება:
· 9 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
· 9 დოკუმენტური ფილმი
· 18 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს, 60 - მდე საუკეთესო ნამუშევარს შემდეგ სექციებში:
• ევროპული კინოს ფორუმი
• ჰორიზონტები
• ამერიკები
• "დამზადებულია გერმანიაში"
• ამბოხი კინოში
• სპეციალური ჩვენებები
• აპოლო: კინომეხსიერება
• ანიეს ვარდას რეტროსპექტივა
• მასტერკლასები
ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მეორედ წარმოგიდგენთ 90-წამიანი ფილმების კონკურსს „დეპიქტ!“ (DepicT!). ამ კონკურის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.
დეპიქტ! -ი კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.
კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული, სახელგანთქმული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ორი წიგნის პრეზენტაცია: „სცენები ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან“ და „გულახდილი საუბრები“. პრეზენტაციის დღეს, სექციაში „ევროპულ ფორუმი“ ასევე ნაჩვენები იქნება ფილმი „ბერგმანის კუნძული“, რომლის ავტორია ფრანგი რეჟისორი მია ჰანსენ-ლიოვე.
ჩვენებები გაიმართება კინოთატრ ამირანში და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. არქივში ნაჩვენები იქნება ახლად აღდგენილი და გაციფრულებული 20-30-იანი წლების ქართული ფილმები.
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალაგაზრდობის სამინისტრო, ქართული ფილმის განვითარების ფონდი, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო და კანადის საელჩო.
თბილისის საერთაშორისო კინოსფეტივალის სპონსპორები არიან - თიბისი კონცეპტი, სასტუმრო ROOMS, VISMINO და BORJOMI.
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...
როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...
კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...
· „თეგეტა ჰოლდინგი“ სომხეთისა და აზერბაიჯანის საავტომობილო ბაზარს Bridgestone-ის საბურავებით მოამარაგებს · ...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები