1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Zeekr 009 წარუდგინა

Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა.

დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის მქონე ელექტრომობილს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს 140-კილოვატიანი CATL-ის ბატარეა, რომელიც ერთი დამუხტვით რეკორდული მანძილის, 830 კილომეტრის დაფარვის შესაძლებლობას ქმნის. 0-დან 80%-მდე დამუხტვა კი, DC სწრაფი დამტენის გამოყენებით, მხოლოდ 25 წუთშია შესაძლებელი.

გიორგი შაქარაშვილი, „Zeekr საქართველოსკომერციული დირექტორი: „Zeekr საქართველოში სულ რამდენიმე თვის წინ შემოვიდა, თუმცა შევძელით, რომ ამ მცირე დროში ჩვენი მომხმარებლისთვის არაერთი სიახლე შეგვეთავაზებინა. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბაზარს და ვსწავლობთ მომხმარებელთა განწყობებს. ამჯერად გადავწყვიტეთ, წარვადგინოთ Zeekr 009, რომელიც ბევრი მიმართულებით არის გამორჩეული. მათ შორისაა ტევადობამოცულობიდან გამომდინარე, ელექტრომობილი იდეალურია სასტუმრო სერვისებისთვის, ტურიზმის სფეროსა და VIP მომხმარებლებისთვის.

ინდივიდუალურად არის შესაძლებელი კონფიგურაციების შემუშავებასალონის ფერის, ადგილების რაოდენობის, ბატარეის მოცულობის მიხედვით“.

790 ცხენის ძალის მქონე Zeekr 009 100 კმ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3.9 წამში ახერხებს. თავის კლასში ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი აღჭურვილია მაღალი ხარისხის მუდმივი მაგნიტის სინქრონული ელექტროძრავის სისტემით, რომელიც SiCk სილიკონის კარბიდის მართვის ტექნოლოგიას ეფუძნება. ულტრათანამედროვე ელექტრომობილში გამოყენებულია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები – ადაპტირებული კრუიზკონტროლი, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა, ზოლიდან გასვლის გაფრთხილება, ბრმა წერტილების კონტროლი, ავტომატური დამუხრუჭება და 360-გრადუსიანი კამერის სისტემა. შვიდი 8-მეგაპიქსელიანი HD კამერა, ოთხი 2-მეგაპიქსელიანი გარე ხედვის კამერა და ერთი 250-მეტრიანი ულტრა ხანგრძლივი დიაპაზონის რადარი გზის ხედვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

Zeekr 009 გამორჩეულია ექსტერიერითა და ინტერიერით. პანორამული ლუქის მქონე ელექტრომობილი აღჭურვილია Nappa ტყავის 7-ფენიანი სავარძლებით. განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის 12 სმ სისქის ბალიშები, ჭერისა და გვერდითი კარის განათება. ექსკლუზიური ციფრული სისტემა მგზავრებს გართობის მრავალფეროვან საშუალებასაც სთავაზობს. 39.6-სანტიმეტრიანი, 5-საფეხურიანი დახრილი ეკრანი და 20 Yamaha hi-fi ხმის გამაძლიერებელი უნიკალური ხმის ჟღერადობას უზრუნველყოფს. დამატებით კომფორტს ქმნის ჩაშენებული მაცივარი.

Zeekr 009-ის წინასწარი შეკვეთა ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე შესაძლებელია. 4 ფერში (შავი, ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი) წარმოდგენილი, 7-ადგილიანი ელექტრომობილის საბაზრო ღირებულება 70 000-დან 83 000 დოლარამდე ეკვივალენტით ლარში მერყეობს. თუმცა ავტომობილის საბოლოო ღირებულებას მისი მახასიათებლები და კონფიგურაცია განსაზღვრავს.

--

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაშითეგეტა ქარსში შემავალი კომპანია “Zeekr საქართველო ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...