1 7 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ტრადიციულად უმასპინძლა

სიცოცხლე და უსაფრთხოება - ამ ღირებულებების გარშემო  „ვოლვო ქარ საქართველო“  და ექიმები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, კომპანიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შოურუმში უმასპინძლა და პროფესიული დღე მიულოცა.

ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ კავკასი მარკეტინგის მენეჯერი: ვოლვო ექიმების საყვარელი ბრენდია არ მხოლოდ  საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ დამოკიდებულებას კი საერთო ღირებულებები ამყარებს. ჩვენი ბრენდისთვის ადამიანის სიცოცხლე, ისევე როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, მნიშვნელოვანია. ვოლვო შვედური ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია, ნოვატორია უსაფრთხოების მიმართულებით და ცდილობს, მინიმუმამდე შეამციროს უბედური შემთხვევების რისკი.

გადავწყვიტეთ, ტრადიციად გვექცია ექიმების საერთაშორისო დღის აღნიშვნა. შარშანდლის მსგავსად წელსაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შოურუმში ვუმასპინძლეთ. მივულოცეთ პროფესიული დღე და მივაწოდ განახლებული ინფორმაცია ახალ ავტომობილებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რომ ექიმების განსაკუთრებული ინტერესი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო. მათ გავაცანით ახალი XC90, რომელიც უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩევა და აღჭურვილია მოწინავე სისტემებით“.

ახალი Volvo XC90 დამუხტვადი ჰიბრიდი  ვოლვოს ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია, რომელშიც ჩაშენებულია უსაფრთხოების არაერთი სისტემა მაგალითად, რადარისა და წინა კამერის საშუალებით ახალ XC90 შეუძლია აღმოაჩინოს გადახვედით თუ არა შემხვედრ ზოლში და შეჯახების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს საწყის ზოლში დაბრუნება. საჭიროების შემთხვევაში შეუძლია აამოქმედოს დამუხრუჭების სისტემაც.

შოურუმში მისულმა ექიმებმა  ტესტდრაივზე ასევე გამოსცადა ისეთი მოთხოვნადი მოდელებიც, როგორებიცაა სრულად ელექტრო Volvo EX30 და დამუხტვადი ჰიბრიდი Volvo XC60.

100 წელია, რაც ვოლვო უსაფრთხოების მიმართულებით ნოვატორია. შვედური ბრენდი ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს უბედური შემთხვევების რისკი. სპეციალური მკვლევართა გუნდი  ევროპის მასშტაბით, ვოლვოს ავტომობილის საგზაო შემთხვევის დაფიქსირებისას ადგილზე მიდის, ავარიის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს და მიღებული ინფორმაციის შედეგად მუდმივად მუშაობს ავტომობილის ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე.

„ვოლვო ქარსს“ არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონება უკავშირდება, მათ შორის უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ვოლვოს ინჟინერმა 1959 წელს შექმნა და მისი პატენტი მსოფლიოს უსასყიდლოდ გადასცა, რამაც დღემდე მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ამის შემდეგ იყო მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების ბავშვის სავარძელი, რომლის სწორად დამონტაჟების შემთხვევაშიც მცირეწლოვანი ავარიისას ბევრად უფრო დაცულია; და სხვა არაერთი ინოვაციური გამოგონება, რომელმაც უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

--

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...

  • 17:43

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯ...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...

  • 12:13

    თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედ...

    თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა.   შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...

  • 16:21

    04.04.2025- დან, ყოველი თვის ორმაგ თარიღში, თიბისი...

    თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...

  • 15:58

    თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება: სავალ...

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, უკვე გვაქვს სრული სურათი 2024 წელს უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროების შესახებ. გასული წლის განმავლობაში, მთლიანი სავალუტო ...