2 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, Euromoney-სგან 2 ჯილდო მოიპოვა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად დაასახელა.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები.

ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი - 48%-ს, პორტფელი კი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს.

 

კლინეტი კომპანიებისთვის ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდის, დამატებითი შესაძლებლობებისა და ციფრული გადაწყვეტების შექმნის მიზნით, 2021 წლის განმავლობაში, თიბისი არაერთ საერთაშორისო პროექტში ჩაერთო:

თიბისი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას შეუერთდა და საპილოტე პროგრამაში - Preview Offering Program ჩაერთო. სატესტო პროგრამის მიზანი ვაჭრობის დაფინანსების პროცესში ციფრული ხელშეკრულებების დანერგვა იყო. 

 

ამასთანავე, თიბისი პირველი ბანკია რეგიონში, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პროექტებშია ჩართული. თიბისიმ, Marco Polo პლატფორმის საშუალებითა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, საპილოტე რეჟიმში, კომერცბანკთან ერთად, 2 სავაჭრო ტრანზაქცია განახორციელა.

თიბისი მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ტრანზაქციის მონაწილეც იყო, რომელიც EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერითა და FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელდა.

„საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ვაჭრობის დაფინანსების ისეთ გადაწყვეტებზე, რომლებიც ვაჭრობის პროცესსა და მომარაგების ჯაჭვს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. გამოწვევებით სავსე ბოლო 2 წლის განმავლობაში, კომპანიებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს - რას ნიშნავს მუდმივად ცვალებადი გარემო. სწორედ ამიტომ, კლიენტები ჩვენგან - მათი პარტნიორი ბანკებისგან, დროულ მომსახურებას, ბიზნესპროცესების გამარიტვებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსებას ელიან. აქედან გამომდინარე, Euromoney-ს საერთაშორისო აღიარება, ვაჭრობის დაფინანსების ბაზარზე არა მარტო ჩვენს მოწინავე პოზიციას უსვამს ხაზს, არამედ ადასტურებს, რომ პარტნიორების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ - კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ და ნებისმიერ რეალობაში მათი სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...