1 8 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკში 3 მნიშვნელოვანი სიახლეა

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას და კიდევ უფრო მარტივი ციფრული გადაწყვეტების შეთავაზებას. ამჯერად ბანკმა ბიზნესმომხმარებელს 3 მნიშვნელოვანი განახლება მოუმზადა.

 

მეტი კომფორტისთვის, უკვე ბიზნესმობილბანკიდანვეა შესაძლებელი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა. მის გასააქტიურებლად, კომპანიის დირექტორმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა  ელექტრონული ხელმოწერით უნდა დაადასტუროს ოპერაცია. მოთხოვნილი ბიზნესბარათი კი შესაბამისი ანგარიშის ბარათების ჩამონათვალში, მომენტალურად გამოჩნდება. ბარათის შეკვეთა შესაძლებელია როგორც არსებულ, ისე ახალ ანგარიშზე.  

 

გარდა ამისა, ბიზნესმობილბანკში უკვე შესაძლებელია ციფრული და პლასტიკური ბიზნესბარათების სტატუსის ცვლილება - მათი დაბლოკვა ან განბლოკვა.

 

ამასთან, მომხმარებელი ბიზნესმობილბანკშივე შეძლებს ბარათებზე პინ კოდის ცვლილებას, რომელსაც რთული ავტორიზაციის გავლის შემდეგ, sms-ის სახით მიიღებს.

 

„იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს, საქართველოს ბანკი აქტიურად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს.  დღეს ბიზნესის წარმატებას დიდ წილად ის ციფრული გადაწყვეტები განსაზღვრავს, რომელიც ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნითაა შექმნილი. სწორედ ასეთი სიახლეები მოვუმზადეთ ბიზნესმობილბანკის მომხმარებელს. ამიერიდან, სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა და ისეთი ოპერაციების განხორციელება, როგორიცაა ციფრულ და პლასტიკურ ბარათზე პინ კოდის ცვლილება, ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა. მსგავსი სიახლეების დანერგვით, ჩვენი მიზანია, საქმიანობის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ ბიზნესს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...