1 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის Data Challenge-ის პირველი სერიის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოში პირველად, ბანკმა მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტი - Data Challenge-ების სერია წამოიწყო. პროექტის ფარგლებში პირველი სერიის 3 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ესენია: Pier Piper, Synapse და Brainblinker.

 

Data Challenge-ის პირველი ამოცანა სარეკომენდაციო სისტემის ალგორითმულ გადაწყვეტას ეხებოდა. გამოწვევაში როგორც ინდივიდუალური, ასევე რამდენიმე ადამიანისგან დაკომპლექტებული 125 გუნდი იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ 12-მა გუნდმა საქართველოს ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს გადააჭარბა. მათ შორის პირველი 3 კი 30,000, 15,000 და 5,000 ლარით დასაჩუქრდა.

 

გუნდებმა მუშაობის პროცესში როგორც ტრადიციული, ასევე ჰიბრიდული მეთოდები და სხვადასხვა ალგორითმები გამოიყენეს, მათ შორის Collaborative Filtering, Content Based Filtering, Deep Learning და სხვ. პროექტის მონაწილეები პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერების მიერ შეფასდნენ, ხოლო მენტორობას მათ საქართველოს ბანკის თანამშრომლები უწევდნენ. აღსანიშნავია, რომ Data Challenge-ის ფარგლებში, მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, კარიერული განვითარება გააგრძელონ საქართველოს ბანკში.

 

„გვიხარია, რომ ჩვენი ჩართულობით საქართველოში პირველი Data Challenge-ის სერია წარმატებით ხორციელდება. კონკურსი მონაწილეებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით მიიღონ საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება და აღმოაჩინონ მათთვის აქამდე უცნობი შესაძლებლობები. სასიხარულოა, რომ პროექტის პარალელურად, ჩამოყალიბდა 250-მდე ადამიანისგან შემდგარი კომუნა, რომლის ფარგლებშიც მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას აქტიურად უზიარებენ. გვჯერა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტალანტების აღმოჩენას და მონაცემთა მეცნიერების  განვითარებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს განვითარებისა და აღმოჩენების საინტერესო გზაზე “, - აცხადებს საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ირაკლი გოგატიშვილი.

 

ინფორმაციისთვის, Data Challenge-ში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც სწავლობს ან დასაქმებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროში.  დაელოდე პროექტის მომდევნო გამოწვევას და თვალი ადევნე სიახლეებს Data Challenge-ის გვერდზე:  https://bit.ly/3nH7Wrf

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...