„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.
მარტის თვის შეხვედრების განრიგი:
· პირველი ტრენინგი 6 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
· მეორე ტრენინგი, სურსათის უვნებლობა და HACCP-ის სისტემა, 11 მარტს, ონლაინ გაიმართება და მას Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი, ინგა ცერცვაძე გაუძღვება. შეხვედრაზე ბიზნესების წარმომადგენლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საკვები ობიექტის მიმართ ზოგადი მოთხოვნების, სურსათის წარმოებისთვის აუცილებელი პრინციპებისა და HACCP სისტემის შესახებ.
· მესამე ტრენინგი შემდეგ თემატიკას დაეთმობა: რა უნდა იცოდეს მცირე და საშუალო მეწარმემ ფინანსებზე. შეხვედრას ნათია სხვიტარიძე, FAS Group-ის მმართველი პარტნიორი გაუძღვება და ის ბიზნესების წარმომადგენლებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის შესახებ. ტრენინგი 12 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
· კიდევ ერთი ტრენინგის თემატიკა Shopify-ზე პროდუქციის ონლაინ გაყიდვას შეეხება და მას ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება. ტრენერი აუდიტორიას საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით. ტრენინგზე დასწრებას ბიზნესების წარმომადგენლები 20 და 21 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
· მარტის თვის ბოლო, მეექვსე ტრენინგი ფიზიკურ სივრცეში, 25 და 26 მარტს გაიმართება და ის ქსელურ მაღაზიებში შესვლის სტრატეგიას დაეთმობა. სფეროს სპეციალისტები, ია ნადირაშვილი და მირანდა მანჯგალაძე ბიზნესების წარმომადგენლებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო პროდუქციის ქსელურ მარკეტებში განსათავსებლად და რას უნდა მიაქციონ მეწარმეებმა ამ პროცესში ყურადღება. ტრენინგზე რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://beta.tbcbank.ge/ka/business/education ,
სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
2-3 მარტს, თიბისის საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში, პარტნიორ ობიექტებში სასურველი ნივთების შეძენისას, მომხმარებლები მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, 30%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ. ახა...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები