0 9 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მერვედ მიიღო. თიბისი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.

 

ღონისძიება, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, წელს მაროკოში შედგა. დაჯილდოებაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაჭრობის დაფინანსების მნიშვნელობას, რომელიც ცვალებად გეოპოლიტიკურ რეალობაში, გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონული ვაჭრობის შენარჩუნებაში. პროგრამამ 2021 წელს 2000-მდე საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციას დაუჭირა მხარი და რეკორდულ წლიურ მოცულობას - 3,2 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

 

ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სესიის ფარგლებში, სფეროს წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე ომის საერთაშორისო ვაჭრობაზე გავლენაზე და არსებულ ვითარებაში სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დიდი ყურადღება დაეთმო EBRD-ის მიერ ომით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირებას. ასევე, განიხილეს ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში ვაჭრობის განვითარების შესაძლებლობები.

 

„რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენ, როგორც ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიის პარტნიორ ბანკს, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ნებისმიერ რეალობაში კომპანიების სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობა და უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. EBRD-თან პარტნიორობა საშუალებას გავძლევს, რომ კლიენტების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ გამოწვევებს წარმატებით ვუპასუხოთ და ბიზნესების განვითარებისთვის, ბაზარზე თანაბარი შესაძლებლობები გავაჩინოთ. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს, რომელთაც დროულ მომსახურებას, ბიზნესპროცესების გამარიტვებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსებას ვთავაზობთ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

“EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა ერთგვარ გაერთიანებას წარმოაგდენს, რომელიც პროგრამის წევრებს შორის მყარ და საქმიან ურთიერთობასა და მეგობრობას ეფუძნება. აღნიშნული პლატფორმა წლებია ადასტურებს, რომ მუდმივად ცვალებადი რეალობის პირობებშიც კი, ჩვენ ერთიანები ვართ“, - ოდილ რენო-ბასო - EBRD-ის პრეზიდენტი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...