2 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაისის აქციები „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“

„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ფასდაკლებისა და საჩუქრების თვე დაიწყო. 3-31 მაისის ჩათვლით 20%-ით ნაკლებს გადაიხდით ზეთის, ფილტრისა და სამუხრუჭე ხუნდის შეძენისას. ასევე, საჩუქრად გადმოგეცემათ „ტოიოტა კომფორტის“ ერთწლიანი უფასო მომსახურება.

 

 

რას გულისხმობს ფასდაკლების აქცია?

 

იმისათვის, რომ ზეთი, ფილტრი და სამუხრუჭე ხუნდები ფასდაკლებით შეიძინოთ,  „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ სერვისის მისაღებად წინასწარ უნდა ჩაეწეროთ. შემოთავაზება უკვე ძალაშია და მსურველებს ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრში ელოდებიან.

 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, რომელიც იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერია, მომხმარებელს მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს სთავაზობს. ტოიოტას მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ხარისხისა და საიმედოობისთვის, ყოველი პროდუქტი დეტალურ შემოწმებასა და მკაცრ ტესტირებას გადის, რაც უსაფრთხოებისა და თქვენი ავტომობილის ხანგრძლივი ექსპლუატაციის წინაპირობაა.

 

 

რას ნიშნავს „ტოიოტა კომფორტი“?

 

ფასდაკლების ერთთვიან აქციასთან ერთად, იაპონური ბრენდის მომხმარებელი კომპანიისაგან საჩუქრად მიიღებს „ტოიოტა კომფორტის“ ულიმიტო მომსახურებას, რომლის მოქმედების ვადაც ერთი წელია. ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი შეძლებს, უფასოდ ისარგებლოს პერსონალური მენეჯერის მომსახურებით. პროცედურა მარტივია: რეკავთ სერვისცენტრში და ატყობინებთ საჭირო მომსახურების შესახებ. ავტომობილს პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას მოაკითხავს და  სერვისში გადაიყვანს, სადაც პროფესიონალი ტექნიკოსები მას თქვენთან შეთანხმებით შეაკეთებენ. „ტოიოტა კომფორტის“ ფარგლებში, მანქანას ისევ თქვენთვის მოსახერხებელ მისამართზე მოგიყვანენ.

აქციებით სარგებლობისათვის, ვიზიტი შეგიძლიათ წინასწარ, თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაჯავშნოთ.

---

"თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია "ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებით და კვალიფიციური პერსონალით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...