0 3 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამაში „ლიდერატორი“ 102 მონაწილე ჩაერთო

საქართველოს ბანკი სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის  მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მეექვსე წელია ბანკის სტუდენტური პროგრამა „ლიდერატორი“ ხორციელდება. პროექტმა 200 მონაწილეს უკვე მისცა შესაძლებლობა, მიეღო სამუშაო გამოცდილება საქართველოს ბანკის 45-მდე დეპარტამენტში. 2022 წელს, „ლიდერატორში“ კიდევ 102 სტუდენტი ჩაერთო.

„ლიდერატორი“ სპეციალურად III-IV კურსის სტუდენტებისა და ახალი კურსდამთავრებულებისთვის შექმნილი პროგრამაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მათ კარიერულ განვითარებას და დასაქმებას.  პროექტი 1 წლის მანძილზე, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ტრენინგებისა და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი გამოცდილი მენტორების ჩართულობით, განივითარონ ახალი უნარ-ჩვევები. პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. აღსანიშნავია, რომ დასრულებული პროგრამების მონაწილეთა 86% კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.

„2017 წლიდან, ლიდერატორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში. პროგრამის მიმართ ინტერესი კი წლიდან წლამდე იზრდება.  მოხარული ვართ, რომ 2022 წელს, პროექტს 10 უნივერსიტეტიდან, 100-ზე მეტი ახალი მონაწილე შემოუერთდა. მონაწილეები 15 სხვადასხვა მიმართულებით შეძლებენ მიიღონ სამუშაო გამოცდილება, მათ შორის 3 ახალ პროგრამაზე: რისკების მართვა, რაოდენობრივი მოდელების ანალიტიკა, პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტებით ახალგაზრდების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი სტუდენტის პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას შევუწყოთ ხელი მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე” , - აცხადებს საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნუცა კაციტაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...