„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
საქართველოს ბანკისა და „მონოლით ჯგუფის“ 8 წლიანი პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. პარტნიორობის საფუძველზე, 17 მლნ. დოლარის მოცულობის ინვესტიციით „მონოლით ჯგუფის“ მორიგი პროექტი - „Monolith Green City” ხორციელდება.
ახალი კომპლექსი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში, შენდება. „Monolith Green City” 23 საცხოვრებელ კორპუსს, ვრცელ რეკრეაციულ ზონებს, საბავშვო ბაღს, სკოლას, კომერციულ ობიექტებს, სპორტულ მოედნებს, საცურაო აუზს, სასეირნო, სარბენ და ველო ბილიკებს გააერთიანებს. პროექტის ჯამური ფართობი 12 ჰა-ს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ „Monolith Green City” -ის მშენებლობისას მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც 40%-მდე დაზოგავს კომუნალურ გადასახადებს.
„Monolith Green City” თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც სიმწვანე, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო მობინადრეებს შესაძლებლობას მისცემს, იცხოვრონ ქალაქის გულში, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე გარემოში. მონოლით ჯგუფის მიზანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე დაამკვიდროს მშენებლობის მაღალი სტანდარტი, ყოველთვის დააკმაყოფილოს მომხმარებლის სურვილები და უპასუხოს ახალ გამოწვევებს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით შესაძლებლობა გვეძლევა სისრულეში მოვიყვანოთ ჩვენი ჩანაფიქრები და მაცხოვრებლებს კომფორტული და მშვიდი გარემო შევთავაზოთ“, - აცხადებს „მონოლით ჯგუფის“ წარმომადგენელი, ნუკი პაიჭაძე.
“მონოლით ჯგუფისა“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობით, წლების მანძილზე არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის: მონოლით სითი, მონოლითი ორთაჭალა, სასტუმრო „ბიოგრაფი“ და სხვა. ჯგუფის მიმდინარე პროექტი განსაკუთრებულია, რადგან კომპლექსი მხოლოდ 2,5 კილომეტრითაა დაშორებული ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა ბოტანიკური ბაღი, აბანოთ უბანი, ნარიყალას ციხე, მეტეხის ხიდი, რიყის მოედანი და სხვა. ულამაზესი პანორამული ხედებითა და დენდროლოგიური ბაღებით გარშემორტყმული კომპლექსი დარწმუნებული ვართ, მობინადრეებს მაქსიმალური კომფორტითა და სიმშვიდით უზრუნველყოფს. გვინდა, სამომავლო საქმიანობაში ჯგუფს წარმატება ვუსურვოთ. ჩვენ კი კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ დეველოპერული და სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერას “, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.
ინფორმაციისთვის, „მონოლით ჯგუფი“ სამშენებლო სფეროში 2013 წლიდან ოპერირებს. ქართულ სამშენებლო ბაზარზე კომპანიამ შეძლო თავი დაემკვიდრებინა, როგორც სანდო და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულმა სამშენებლო კომპანიამ. „მონოლით ჯგუფი“ სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს უზრუნველყოფს. კომპანია პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს. მათი ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით აშენებული და აღდგენილია არაერთი მრავალფუნქციური კომპლექსი, საცხოვრებელი სახლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, და სხვა.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები