0 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

რა შეიცვალა ერთ კვირაში? საქართველოში იანვარ-თებერვლის ეკონომიკის ზრდის 16.3%-იანი მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც როგორც ჩანს, ომამდე არსებული საბაზო სცენარი, სხვა პროგნოზებთან შედარებით, თიბისი კაპიტალის უფრო მეტად ოპტიმისტურ - 6%-იან ზრდაზე მაღალი იყო. მაშინ, როდესაც ჯერჯერობით განახლებულ სცენარებზე მუშაობა არ დასრულებულა, აღნიშნული და უახლესი ინდიკატორები, როგორიცაა ტურიზმისა და გზავნილების და ასევე სხვა მაჩვენებლების დინამიკა - მიუთითებს, რომ წლევანდელი მოლოდინი თიბისი კაპიტალის ადრინდელ, 3.5-4.0%-იან დიაპაზონს მნიშვნელოვნად აღემატება.

 

უფრო მეტიც, საგარეო ბალანსის გაუარესების შესახებ გავრცელებული ლოგიკური აზრის საპირისპიროდ, ექსპორტისა და იმპორტის ფასების წინასწარი ანალიზით სავაჭრო ბალანსისა და დამატებით ტურიზმის აღდგენის შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ. ასეთ შემთხვევაში, ომამდე არსებული დინამიკა, როდესაც წინა წლის IV კვარტალში საქონლით ვაჭრობის, წმინდა ტურიზმისა და გზავნილების ბალანსმა, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ დადებით მაჩვენებელს მიაღწია, შესაძლოა გაუმჯობესდეს კიდეც.


თიბისის მთავარი ეკონომისტის 4 აპრილის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...