0 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შეცვალე სავალი ნაწილები უსასრულო გარანტიით - თეგეტას უპრეცედენტო შეთავაზება

თუ სპეციალისტებს დავეკითხებით მანქანის სავალი ნაწილის შემოწმება, აუცილებელ სერვისებს შორის ერთ-ერთი პირველია. არასწორი რელიეფი, ორმოები გზაზე და ბუნებრივი პირობები, განსაკუთრებით ყინვა, შეიძლება სავალი ნაწილის დაზიანების მიზეზი გახდეს. სავალი ნაწილების სრულ ასორტიმენტზე უსასრულო გარანტიას გთავაზობთ "თეგეტა მოტორსი“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, „თეგეტა“ უსასყიდლოდ აღადგენს, ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას.
ეს უპრეცედენტო გარანტია საშუალებას გაძლევთ, რომ თავიდან აირიდოთ, როგორც უსიამოვნო შემთხვევები, ასევე დაზოგოთ ფინანსები და მიიღოთ უსასრულო სარგებელი.
სავალი ნაწილი ავტომობილის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია, რომლის გამართულობაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ნებისმიერი დეტალის გაუმართაობამ შეიძლება მთელი სისტემა  მწყობრიდან გამოიყვანოს.

ავტომობილის დიაგნოსტიკა სავალი ნაწილების მდგომარეობის შეფასება და გაცვეთილი ელემენტების შეცვლის აუცილებლობის დადგენაა. შედეგად ზოგავთ მომავალ სარემონტო ხარჯებს და რაც მთავარია, უსაფრთხოდ და შეფერხების გარეშე გადაადგილდებით.

როგორ მივხვდეთ შესამოწმებელია თუ არა სავალი ნაწილები?

თეგეტას ექსპერტების რჩევით სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა მართვის სტილის გათვალისწინებით პერიოდულად აუცილებელია.  დამატებითი გართულებების თავიდან ასაცილებლად  შემოწმება პროფესიონალებს უნდა ანდოთ, თქვენ კი ყურადღებით უნდა მოუსმინოთ თქვენს მანქანას და სერვისში დაუყოვნებლივ დაგეგმოთ ვიზიტი თუ:

·         გაუმართავ გზაზე მართვისას საჭის ვიბრაცია იგრძნობა;

·         დამუხრუჭებისას მანქანის წინა ნაწილი წინ იხრება;

·         ავტომობილი ირწევა მართვის დროს;

·         სავალი ნაწილებიდან უჩვეულო ხმაური ისმის;

·         საბურავების სწრაფი და არათანაბარი ცვეთა ფიქსირდება;

სავალი ნაწილის საფუძვლიანი შემოწმება პროფესიონალური ცოდნისა და აუცილებელი ინსტრუმენტების გარეშე შეუძლებელია. საქართველოს მასშტაბით, თეგეტა მოტორსის სერვისცენტრებში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მექანიკოსები, სავალი ნაწილების დიაგნოსტირებასთან ერთად,  ავტომობილის ნაწილების დროული რემონტისთვის ზუსტ რეკომენდაციებს და შესაბამის მომსახურებას გთავაზობენ. სავალი ნაწილის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში კი უსასრულო გარანტიას მიიღებთ. შეთავაზება ეხება ნებისმიერ ბრენდს, მათ შორის არაპრემიუმ ბრენდებსაც.

„თეგეტას“ სერვის ცენტრებში ავტომობილის შეკეთება ქარხანა - მწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით ხდება. ნაწილებთან ერთად მიღებულ ნებისმიერ სერვისზე მოქმედებს გარანტია.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...