0 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი მედალოსანი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი  ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

 

გადაწყვეტილება სპორტული შედეგებით საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ გააჟღერა.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა და იმ ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერა, რომლებიც წლების განმავლობაში ემზადებიან ოლიმპიური თამაშებისთვის და წელს საქართველოს სახელით ღირსეულად წარსდგნენ კიდეც ოლიმპიადაზე.  მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის. იმისთვის რომ მათდამი ჩვენი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოგვეხატა, გადავწყვიტეთ მათ გავუწიოთ ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში. აქვე, მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულ სპორტსმენს, რომლებიც  2021 წლის სპორტული შედეგების მიხედვით საუკეთესოდ დასახელდნენ. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ: ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე; წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი გახდა ეთერ ლიპარტელიანი. წლის აღმოჩენა - "ოლიმპიური იმედი“ კი ლერი აბულაძე და მარიამ ქედიკაშვილი გახდნენ. წლის საუკეთესო სპორტსმენად სპორტის ზამთრის სახეობებში -  მორის ყვითელაშვილი; წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად კი გიორგი მაგრაქველიძე დასახელდა. ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის ჯილდო გადაეცა  ნინო სალუქვაძეს.

 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებს გენერალურ პარტნიორობას უკვე რამდენიმე წელია უწევს და კვლავაც განაგრძობს ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...