0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და Sweeft Digital-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება

საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებისა და პერსონიზებული გამოცდილების შექმნის მიზნით, ციფრული ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ციფრული საბანკო პროდუქტების გამრავალფეროვნებისა და მომსახურების დახვეწის მიზნით, საქართველოს ბანკისა და Sweeft Digital-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. ქართული საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანიისა და ბანკის კოლაბორაცია დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების კიდევ უფრო დახვეწას მოიცავს.

 

„Sweeft Digital, როგორც ქართველ, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და დეველოპერების მომსახურებას სთავაზობს. Sweeft-ის მაღალკვალიფიციური კადრების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ბანკთან კოლაბორაცია და ერთად საუკეთესო სერვისს ვქმნით მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა,  ვახო თურნავამ.

 

„საქართველოს ბანკი აგრძელებს საქმიანობაში ციფრული ინოვაციების ინტეგრირებას და იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, რასაც ციფრული ტექნოლოგიები გვთავაზობს. გრძელდება ჩვენი პარტნიორობაც Sweeft Digital-თან, იმისათვის, რომ მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს მომხმარებელთან და მათ მაქსიმალურად პერსონიზებული მომსახურება შევთავაზოთ. თანამშრომლობის ფარგლებში, Sweeft-ის პროფესიონალ გუნდთან ერთად, უკვე არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება. მოხარული ვართ, რომ Sweeft-ის მხარდაჭერით გვაქვს წვდომა სწორედ იმ ადამიანურ რესურსზე, რომელიც ქვეყანაში საუკეთესო ციფრული საბანკო პროდუქტების შექმნაში გვეხმარება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ინფორმაციისთვის, ქართული საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია Sweeft Digital-ი ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან და მათ ისეთ სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა: აპლიკაციების შექმნა, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა და სხვა.  დღეს, Sweeft-ი ესპანური საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდება, 300-მდე ადამიანს ასაქმებს და 3 წლის განმავლობაში 1,200-მდე ქართველ დეველოპერს საერთაშორისო პროექტებზე დაასაქმებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...