0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა ADB-სა და JICA-სგან 200 მლნ. დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან (JICA) 200 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. ხუთ წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის, მიზნად ისახავს ქალების ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერირებადი საწარმოების ფინანსურ რესურსებზე წვდომის  მხარდაჭერასა და პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას. რესურსის ნაწილი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ ვალუტაში, და შესაძლებელს გახდის საკმაოდ მოთხოვნადი გრძელვადიანი ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე წვდომის გაზრდას.

გარდა ამისა, ADB-ის მიერ გამოყოფილი ტექნიკური მხარდაჭერის რესურსი მიმართული იქნება ქალების ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდის მხარდასაჭერად, და მოხმარდება გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას.

„მოხარული ვართ, რომ ADB-ისა და JICA-სთან წარმატებული პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა  გავაგრძელოთ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გრძელვადიანი დაფინანსება. ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობაა JICA-სთან და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ვართ პირველი პარტნიორები საქართველოდან,  მათი კერძო სექტორის ინვესტიციებისა და ფინანსირების (PSIF) სქემის ფარგლებში, 2012 წელს მისი ხელახალი ამოქმედების შემდეგ. მინდა მადლობა გადავუხადო ADB-ის და JICA-ს და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის  გენერალური დირექტორის მოადგილემ ფინანსების მიმართულებით, სულხან გვალიამ.

 „ADB ყოველთვის ცდილობს ითანამშრომლოს წამყვან პარტნიორებთან, რომელთა მიზნებიც ემთხვევა ADB-ის მიზნებს. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე იზიარებს მეტი ფინანსური ინკლუზიის მიღწევის, გენდერული თანასწორობის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებზე წვდომის მიზნებს. ეს პროექტიც სწორედ აღნიშნული ხელშეწყობების განხორციელებას ემსახურება“, - განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ვიცე-პრეზიდენტმა, აშოკ ლავასამ.

„მოზიდული რესურსი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ქალთა სოციალურ წარმატებას საქართველოში, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით“, - განაცხადა JICA-ს კერძო სექტორის პარტნიორობისა და ფინანსური დეპარტამენტის  გენერალურმა დირექტორმა, შოჰეი ჰარამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...