0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„გრავიტას“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი შოურუმი და სერვისცენტრი

 

სამშენებლო კომპანია „გრავიტას“ პორტფელს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - „პორშე ცენტრი თბილისის“ კონცეპტუალური შოურუმი და სერვისცენტრი შეემატა. გერმანული ბრენდის შოურუმის მშენებლობაზე მუშაობა, ჯამში, 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

Destination Porsche – ეს არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც განახლების სამუშაოები ჩატარდა. დიზაინი „პორშეს“ ბრენდბუქის მიხედვით, მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეირჩა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები ევროპული სტანდარტებით  შესრულდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალები, რომლებიც ინტერიერსა თუ ექსტერიერში იყო გამოყენებული, „გრავიტამ“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად პროექტისთვის ჩამოიტანა.

 

ირაკლი ურუშაძე, სამშენებლო კომპანია „გრავიტას“ გენერალური დირექტორი: „გრავიტას სტანდარტები სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების დაცვას, ასევე უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენებას ითვალისწინებს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ წამყვანი ევროპული ბაზრებისთვისაც სამაგალითოა. თითოეულ მოთხოვნას კი „გრავიტა“ საერთაშორისო პარტნიორებისა და კვალიფიციური თანამშრომლების მეშვეობით უკვე მრავალი წელია სრულყოფილად ასრულებს. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ წარმატებული თანამშრომლობისა, რითაც თბილისში გამორჩეული პორშეს ცენტრი შეიქმნა.

 

სერვისის მთლიანი ფასადი „მონტანის“ პანელითაა გაკეთებული, ანალოგიური ხარისხისა და დიზაინის ფასადის ელემენტები საქართველოში საკმაოდ იშვიათია. რაც შეეხება ეზოსა და შოურუმის ნაწილს, გამოყენებულია სპეციალური ლითონის ბადეები, შოურუმში დამონტაჟებულია აკუსტიკური ჭერი. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა უნიკალური შტრიხები. გამოყენებულია მაღალი ხარისხის ფილები, საღებავები, შეკიდული ჭერი და ა.შ. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენმა ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და პორშეს მსოფლიოში არსებულ შოურუმებს შორის მოწინავე პოზიცია დაიკავა“.

 

 

„პორშე ცენტრი თბილისის“ ასაშენებლად უპრეცედენტოდ დიდი, 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შოურუმისა და სერვისცენტრის საერთო ფართობი 2,628 მ²-ია. სერვისცენტრისთვის სრულიად ახალი შენობა აშენდა, შოურუმი კი ძველი შენობის რეკონსტრუქციის შედეგად განახლდა.

 

„პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული შენობის მაგალითზე, გერმანული პრემიუმ ბრენდი გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით, პორშეს სხვა ცენტრების რეკონსტრუქციაც განახორციელოს.

 

 

სამშენებლო კომპანია „გრავიტა“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. მისი საქმიანობის სფერო კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც დიზაინის შექმნას, ისე დაპროექტებასა და მშენებლობის სრულ სერვისს.

 

მის პორტფელში შედის ისეთი პროექტები, როგორებიცაა: Toyota-ს, Volvo-სა და Porsche-ს ცენტრები თბილისში, „თეგეტა მოტორსის“ ოფისი ბათუმში, კურორტი „საირმე“ და ა.შ. საერთაშორისო პროექტებიდან კი გამორჩეულია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალი სომხეთში.

 

ამჟამად „გრავიტა“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიის, „ვოლვო ქარსის“ ცენტრის მშენებლობაზე მუშაობს. მიმდინარეა მაზდას ცენტრისა და თეგეტას ახალი სერვისცენტრის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს.

 

„გრავიტა“ ასევე მუშაობს კომპანია m²-ის პროექტზე, სადაც 5 კორპუსისგან შემდგარ საცხოვრებელ კომპლექსზე არქიტექტურულ და ელექტრომექანიკურ სამუშაოებს ახორციელებს.

 

გარანტირებული სისწრაფე, მაღალი ხარისხი, პროექტების მოდერნისტული დიზაინი და შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები – ეს ის მთავარი მიზეზებია, რაც „გრავიტას“, როგორც სამშენებლო კომპანიის, წარმატებას განაპირობებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...