„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
საერთაშორისო გამოცემამ - Euromoney, თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
„აღნიშნული ჯილდო თიბისი კაპიტალის 2022 წლის მიღწევებისა და გამორჩეული შედეგების აღიარებაა. თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. გასულ წელს, 2.3 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის კერძო და საჯარო ობლიგაციები გამოვუშვით, რაც საქართველოს ბაზრისთვის რეკორდული მაჩვენებელია. წლევანდელი წელიც წარმატებით მიმდინარეობს - 2023 წლის 6 თვეში, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის, 11 კერძო და საჯარო ობლიგაციების ემისია განხორციელდა, რომელთა შორის 2 მწვანე ობლიგაციაა. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საბროკერო მიმართულებას: ტრეიდინგის ვებ-პლატფორმა კიდევ უფრო დავხვეწეთ და ვაგრძელებთ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცესის მომხმარებლებისთვის გამარტივებას. ასევე, მუდმივად ვაახლებთ მაკრო-სექტორულ კვლევებს, რაც ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური პროგნოზების სიზუსტე ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაგვასახელა“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
2022 წელს თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა - ჯამში 14 განთავსების მთლიანმა მოცულობამ 865 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე გასულ წელს, თიბისი კაპიტალმა 230 რეპორტი გამოაქვეყნა და კომერციული სექტორების 70% დაფარა.
აქტიურობით გამოირჩეოდა თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებაც. 2022 წელს განახლებული ციფრული პლატფორმა გაეშვა, რომლის დახმარებითაც, მომხმარებლებს 20-ზე მეტი ქვეყნის 60-ზე მეტ საფონდო ბირჟაზე შეუძლიათ ვაჭრობა. 2022 წელს, საბროკერო მიმართულებით, მართული აქტივების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 3.5-ჯერ გაიზარდა.
ასევე 2022 წელს, თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებამ, პირველად საქართველოში რეგიონალური ფასიანი ქაღალდების ინდექსი შექმნა, რომლის განახლებაც ორ კვირაში ერთხელ ქვეყნდება. ინდექსი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ან მომავალში გეგმავენ რეგიონის ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები