2 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

7 მარტივი ხერხი თიბისის ციფრულ ბანკში ფინანსური უსაფრთხოებისთვის

განაახლე თიბისის ციფრული ბანკი   

საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო ციფრულ ბანკში, არის აპლიკაციის განახლება, რა დროსაც ახლდება უსაფრთხოების სისტემაც. შესაბამისად, რაც უფრო ახალი ვერსია გექნება, მით უფრო დაცული იქნები. 

 

დააყენე ძლიერი პაროლი  

აპლიკაციაში შესასვლელად ყველა მომხმარებელს სჭირდება პაროლი. პაროლთან ერთად, დამატებით ექვსნიშნა პასკოდსაც ვიყენებთ აპლიკაციაში შესასვლელად. მნიშვნელოვანია, რომ პაროლის შექმნისას გაითვალისწინო:  

·         პაროლი უნდა იყოს უნიკალურო და არ იქნას გამოყენებული სხვა აპლიკაციებში და ანგარიშებზე შესასვლელად.  

·         არ უნდა შეიცავდეს შენს სახელს, გვარსა და დაბადების თარიღს.  

·         გამოიყენე, როგორც ასოები (დიდი/პატარა), ასევე ციფრები და სიმბოლოები.  

·         პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 12 სიმბოლოსგან. 

·         არ ჩაინიშნო პაროლი სხვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. 

·         არ გამოიყენო ერთი და იგივე პაროლი/პასკოდი მობილურ ტელეფონსა და აპლიკაციაში შესასვლელად, რათა ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში თავიდან აიცილოთ მობაილბანკში მარტივი შეღწევა.  

 

დააყენე face id / touch id  

იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიმარტივო შენს ფინანსებთან წვდომა და ამავდროულად დაიცვა უსაფრთხოება, გაიაქტიურე Face ID/Touch ID. ეს დამატებით საფეხური გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო დაცული იყოს შენი ანგარიშები.  

 

აარჩიე სანდო მოწყობილობა 

დამატებითი უსაფრთხოებისთვის ბანკი იყენებს ერთჯერად sms-ებს შეტყობინებას აპლიკაციაში შესასვლელად (ე.წ. OTP კოდს), სხვადასხვა ტრანზაქციების შესასრულებლად, პინკოდის გასაახლებლად და ბარათის დეტალების შესამოწმებლად. თუ ფიქრობ, რომ ძლიერი პასკოდი გაქვს, როგორც ტელეფონზე, ასევე მობაილბანკის აპლიკაციაში და გააქტიურებული გაქვს Face ID ან Touch ID, შეგიძლია გახადო მოწყობილობა სანდო. შედეგად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებას შეასრულებ მოკლე ტექსტური შეტყობინების გარეშე, რითაც გაიმარტივებ ციფრული ბანკის მოხმარებას. 

 

დაბლოკე დაკარგული ბარათი ციფრული ბანკიდან 

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მარტივად შეძლებ მის დაბლოკვას ციფრული ბანკის მეშვეობით. უბრალოდ შედი მთავარ გვერდზე, აირჩიე ბარათი, რომელიც დაკარგე და დააჭირე ბოქლომის ღილაკს.  

 

შეცვალე ბარათის პინ კოდი აპლიკაციიდან  

თუ ეჭვობ, რომ ბანკომატთან პინკოდის გამოყენებისას ვინმემ შენიშნა შენი კოდი, შეგიძლია მარტივად განაახლო აპლიკაციის საშუალებით. უბრალოდ გადადი ბარათის გვერდზე, დააჭირე პინკოდის განახლებას და sms-ის სახით ახალს მიიღებ. 

 

კარგად შეამოწმე დეტალები გადარიცხვამდე  

ხშირად დაფიქსირებულა შემთხევევა, როცა თანხის გადარიცხვისას შეცდომით უთითებენ მომხმარებლები მიმღების მონაცემებს. სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი გადარიცხვის შემაჯამებელი გვერდი, რათა კარგად გადაამოწმო ტრანზაქციის დეტალები. 

 

გადმოწერე ციფრული ბანკი და გაგვიზიარე უკუკავშირი, კიდევ რას ისურვებდი ციფრულ ბანკში.  

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...