0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბილაინის ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზე

თბილისი, 10 დეკემბერი, 2020 -  საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი ბილაინის ყველა აქტიური მობილური თამაში ამიერიდან ხელმისაწვდომია განახლებულ პორტალზე: games.beeline.ge. პორტალი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს  აირჩიოს მისთვის საინტერესო თამაში და შეუზღუდავად დააგროვოს მეგაბაიტები და წუთები. განახლებულ პორტალზე ასევე შესაძლებელია ლიდერთა სიის შემოწმებაც, სადაც მომხმარებლები ხედავენ მოხვდნენ თუ არა დღის, კვირის, თუ თვის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში. პორტალის ბლოგის კატეგორია კი განუთვნილია მობილური თამაშების სფეროსთან დაკავშირებული აქტუალური ინფორმაციისთვის. 

ბილაინი ბაზარზე გამოირჩევა საკუთარი მობილური თამაშების განვითარებით და მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნით. ამ ეტაპზე ბილაინს, უცხოელი და ქართველი დეველოპერების მიერ შექმნილი 7 სახალისო თამაში აქვს პორტალზე განთავსებული. მომხარებლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი და დაიწყონ მეგაბაიტების, სასაუბრო წუთებისა და, სამომავლოდ, SMS-ების დაგროვებაც. 

2020 წლის 31 დეკემბრადე, ბილაინის თამაშების მომხმარებელებს ასევე შესაძლელობა აქვთ ჩაერთონ მიმდინარე გათამაშებაში, რომლის შედეგადაც თვის ყოველი კვირის ბოლოს ვლინდება აბონენტი, რომელმაც ერთჯერადად მეგაბაიტების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა და მას მოგებული მეგაბაიტები უორმაგდება. აბონენტი რომელიც ერთი თვის პერიოდში - 16 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, ერთჯერადად მაქსიმალური რაოდენობის მეგაბაიტებს დააგროვებს, საჩუქრად გადაეცემა სმარტ საათი Samsung SM-830 40mm Galaxy Watch. დეკემბრის ბოლო დღეს კი ვლინდება აბონენტი, რომელმაც ჯამურად, 15 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდში ერთჯერადად მაქსიმალური ქულა დააგროვა და მას საჩუქრად გადაეცემა სმარტფონი Samsung Galaxy Note 20 Ultra.

 

### 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

[email protected]

 შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...