2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ავტომობილის ზამთრისთვის მომზადების ბოლო თვე და შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ზამთრისთვის ავტომობილის მომზადება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. საბურავი, აკუმულატორი, ანტიფრიზი - ეს ის ძირითადი პროდუქტებია, რომლებსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.


როგორც საბურავების შეცვლა, ასევე ანტიფრიზის ჩასხმა და აკუმულატორის დიაგნოსტიკაც ნოემბრის თვეში უნდა მოვასწროთ, რათა ზამთარს მომზადებულები დავხვდეთ.

„თეგეტა მოტორსში“ სამივე პროდუქტზე საკმაოდ დიდი არჩევანია - საბურავების ფასი 95 ლარიდან, აკუმულატორის 79 ლარიდან, ხოლო ანტიფრიზის მინიმალური ფასი 10 ლარიდან იწყება.

 

ავტომობილის უფასო შემოწმება „თეგეტა მოტორსში“

 

შეამოწმეთ რამდენად გამართულია თქვენი ავტომობილი ზამთრისთვის. „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში სტუმრობისას, 10-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, მომხმარებელს საშუალება აქვს უფასოდ შეამოწმებინოს რა მდგომარეობაშია მისი ავტომობილის საბურავები, აკუმულატორი, ანტიფრიზი და სამუხრუჭე სითხე.

 

თუ ეს ყველაფერი ნორმაშია, მაშინ მომხმარებელი „თეგეტასაგან“ ფასდაკლების ვაუჩერს იღებს, რომლის გამოყენებაც აპრილისა და მაისის თვეებში, ზაფხულისათვის ავტომობილის მოსამზადებლად არის  შესაძლებელი.

 


ფასდაკლებები და უსასრულო გარანტია საბურავებზე, აკუმულატორზე და ხუნდებზე

„თეგეტა მოტორსში“ ავტომობილისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტზე უსასრულო გარანტიით სარგებლობაა შესაძლებელი. უსასრულო გარანტიის ფარგლებში,  ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, თეგეტა უსასყიდლოდ აღადგენს ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას!


უსასრულო გარანტია მოქმედებს Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-ს, Continetal-ისა და Riken-ის საბურავებზე; ასევე Varta, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე; პლუს ATE-ს, FERODO-ს და TRW-ს სამუხრუჭე ხუნდებზე.

 

ნოემბერში კი სპეციალურ ფასად შემდეგი საბურავების შეძენაა შესაძლებელი:  

·         Riken -135 ლარიდან

·         Bridgestone – 165 ლარიდან

·         Michelin – 250 ლარიდან

 

ნოემბრის შეთავაზებებში შედის Motul-ის პრემიუმ ბრენდისა და FUCHS-ის ზეთებიც.
Motul-ის ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლება 15 ნოემბრამდე გრძელდება, ხოლო  FUCHS-ის ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით, თვის ბოლომდე შეძლებთ სარგებლობას.

EXIDE-ისა და Fiamm-ის აკუმულატორებზეც 20%-იანი ფასდაკლებაა -  პირველი ბრენდის შემთხვევაში ის 15 ნოემბრამდე მოქმედებს, ხოლო მეორეს შემთხვევაში ნოემბრის ბოლომდე.
ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებას მიიღებს.

 

„თეგეტა მოტორსში“ თვის ბოლომდე გაორმაგებული ფასდაკლებაა  PHILIPS-ის,  NARVA-ს  ნათურებზე და ბრენდების CHAMPION-ის, CONTINENTAL-ის მინის მწმენდებზე. კლასიკ ბარათის მფლობელები 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ვერცხლის ბარათით 14%-იან, ოქროს ბარათით კი 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

 

ნოემბერში 20%-იანი ფასდაკლება SONAX-ისა და LAVR-ის ბრენდის ავტომობილის მოვლის საშუალებებზე იმოქმედებს.

 

მაქსიმალური კომფორტი ავტო-სერვისებზე

 

იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო და თავიდან აირიდოთ რიგში დგომა, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Online რეზერვაციას. პორტალის საშუალებით შეძლებთ ონლაინ დაჯავშნოთ სერვისი და მიიღოთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცესი საკმაოდ მარტივია - რამდენიმე წუთში შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს, თქვენთვის  სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.

 

ამ შეთავაზების გარდა, სასურველი პროდუქციის შეძენა, თეგეტას ონლაინ მაღაზიაში და დისტანციური გაყიდვების ცენტრშიც არის შესაძლებელი, სადაც 100 000-ზე მეტი პროდუქტია თავმოყრილი, რომლებზეც მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები, ხოლო რაც შეეხება შეძენილ პროდუქციას, მას საქართველოს მასშტაბით, თქვენთვის სასურველი ფილიალიდან გაიტანთ, ან ისარგებლებთ მიტანის სერვისით ქვეყნის  ნებისმიერ წერტილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...