„Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...
|
26 აპრილი, 2021- საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი სმარტ ფუნქციონალზე დაყრდნობით განახლებულ, მარტივ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებას- ონლაინ განვადებას ნერგავს. პროდუქტის მიზანია მზარდი ონლაინ გაყიდვების ფონზე მხარი დაუჭიროს ბიზნესს გაძლიერებისთვის და მას ახალი შესაძლებლობა შეუქმნას. ამავდროულად, მომხმარებელს უფრო მოქნილი, კომფორტული და მთლიანად ციფრული გამოცდილება შესთავაზოს.
ამიერიდან საბუთებისა თუ გრძელი განაცხადების წარდგენა აღარ არის საჭირო. საკმარისია, მარტივი პროცედურის გავლა. კერძოდ, ონლაინ მაღაზიაში სასურველი ნივთის შერჩევის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს განვადების მისთვის მისაღები ვადა და ყოველთვიური შენატანის ოდენობა. განვადების მოთხოვნისთვის კი მომხმარებლმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზევე ჩაშენებულ საქართველოს ბანკის ონლაინ განვადების პლატფორმაზე (მისივეიუზერითა და პაროლით). განაცხადზე პასუხს კი მომენტალურად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ რიგ შემთხვევებში, პასუხის მიღების შემდგომ ეტაპზეც კი, შესაძლებელია არჩეული პირობების შეცვლა და მყიდველის სურვილის მიხედვით მორგება. ასევე, მომხმარებელს განვადებისას აქვს შესაძლებლობა, ნივთის ღირებულების ნაწილი თანხა საკუთარი ფულით, ნაწილი კი განვადებით გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს, გარკვეული მიზეზით განვადების გაუქმების სურვილის შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა, ყოველგავრი დამატებითი საბუთების წარმოდგენის გარეშე, მარტივად მოითხოვოს განვადების გაუქმება და ეს პროცედურა მობილბანკიდან (განვადების გაფორმებიდან რამოდენიმე დღის ვადაში)განახორციელოს. ასევე, მობილბანკიდანვე აკონტროლოს განვადებების ისტორია და გრაფიკი.
რაც შეეხება მერჩანტებს, აღნიშნული პროდუქტისსაკუთარ პლატფორმაზე ინტეგრირებამაქსიმალურად გამარტივებულია. გარდა ამისა, ონლაინ განვადების ფარგლებში ბანკი ბიზნესსმიზნობრივ მომხმარებელთან დაკავშირებისშესაძლებლობას აძლევს. ეს მნიშვნელოვნადშეუწყობს ხელს შეთავაზებული პროდუქტის ონლაინგაყიდვების ზრდას და ბიზნესის გაძლიერებას.
„ონლაინ განვადების პროდუქტი მსოფლიოშიწამყვანი და წარმატებული განვადებებისგამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა. შესაბამისად, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ როგორცმომხმარებლის, ასევე მერჩანტების საჭიროებები დაინტერესები და მაქსიმალურად მოვარგეთ მათ. აღნიშნული განვადების ფარგლებში, მომხმარებელისასურველი პროდუქტის ყიდვას სწრაფად, მარტივად, კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად, ბანკთანდა მაღაზიასთან კონტაქტის გარეშე და მისთვისხელსაყრელი პირობებით შეძლებს. მერჩანტები კი პირველ რიგში პროდუქტის საკუთარ პლატფორმებზეინტეგრირებას, და ამავდროულად, პოტენციურმყიდველთან დაკავშირებას შეძლებენ. ჩვენ არვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორცმომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის ახალიგადაწყვეტილებების შეთავაზებას“,- განაცხადა ნინო ხორგუანმა, საქართველოს ბანკი საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:
https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/online-installment/
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...
როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...
კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...
· „თეგეტა ჰოლდინგი“ სომხეთისა და აზერბაიჯანის საავტომობილო ბაზარს Bridgestone-ის საბურავებით მოამარაგებს · ...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები