1 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ენკა რინიუებზის“ ახალი დირექტორი - კაშხლისა და ძირითადი ობიექტების მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება კვლევების ვერიფიკაცია

„ჩვენ, ამ ეტაპზე, ვახორციელებთ მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს. ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები - იქნება იქნება კაშხლის ტანი თუ სხვა, არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია,“ - განაცხადა ნამახვანი ჰესის ინვესტორი ნორვეგიულ-თურქული კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას. დღეს ის, როგორც კომპანიის მენეჯერი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა.  

„დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. როგორც გუნდის ახალი წევრი, ვუერთდები ჩემს კოლეგებს და მინდა მოვინახულო ყველა ის ადგილი, სადაც წინამოსამზადებელი სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს,“ - განაცხადა მერაბ ლომინაძემ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემობას, რომ ჰესის ძირითადი ობიექტების, მაგალითად, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ყველა სათანადო კვლევის გადამოწმების გარეშე არ დაიწყება. „ჩვენ, კომპანიამ, სრული მზაობა განვუცხადეთ იმ ინიციატივას, რომლებიც გამოთქმული იყო ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი. ის შეისწავლის ყველა იმ დასკვნასა და მასალას, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს ამ პროექტის განხორციელებისთვის,“ - განაცხადა „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა. 

მერაბ ლომინაძის განცხადებით, ნამახვანი ჰესის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისა ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. „ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ამ პროექტზე. ყველა დიდი იმედით შევცქერით მიმდინარე პროცესებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტის მიმართ, მისი მნიშვნელობის მიმართ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას, ასევე საერთო მიზნების დასახვასა და შემდგომ მათ შესრულებას,“ - აღნიშნა მან. 

მერაბ ლომინაძემ მაგალითად მოიყვანა სოციალური პროექტები, რომელთაც კომპანია „ენკა რინიუებზი“ რეგიონში უკვე ახორციელებს, მათ შორის, მეთაფლეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერის მიმართულებით. „ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ, რომ გავაფართოვოთ სოციალური პაკეტები, გავაფართოვოთ ჩვენი ქმედებები ხეობის მცხოვრებთა მხარდაჭერის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მაცხოვრებელმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს არა მარტო ქვეყანას, არამედ უშუალოდ ამ ხეობასაც. სამომავლოდ ჩვენ უფრო მეტად გავაქტიურდებით სოციალური პროექტების მხარდაჭერის კუთხით,“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა. მისი თქმით, თუკი აქამდე სოციალური პროექტების შერჩევას კომპანია თავად ახორციელებდა, ახლა მხარდასაჭერი პროექტები ადგილობრივი მოსახლეების ჩართულობით გამოვლინდება.

„ჩვენ დაველაპარაკებით ყველა მხარეს, რომელიც ჩართულია ამ პროექტში. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ყველას მოვუწოდებთ, პირველ რიგში, დიალოგის ფორმატში გავმართოთ დისკუსიები პროფესიონალურად, ყოველგვარი ემოციისა და სპეკულაციის გარეშე,“ - მიმართა „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა ჟურნალისტებს და იმ ადგილების დასათვალიერებლად მიიწვია, სადაც ჰესის წინამოსამზადებელი სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...