1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერას აგრძელებს

24 მარტი, 2021 წელი - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერის მიზნით ხუთი წლის ვადით განათლების კოალიციასა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების ორმხრივ თანამშრომლობას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსა“ და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით.

ბანკი მთელი წლის განმავლობაში მხარს დაუჭერს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საუკეთესო ათეულისთვის სპეციალურ საპრიზო ფონდს დააწესებს.

“მოხარულები ვართ რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გახდა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი, აღიარებული და პრესტიჟული პროფესიული კონკურსი, რომელსაც რეალური ცვლილებები მოაქვს. ვფიქრობ ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ჯილდოს პროექტში ჩართული საზოგადოებრივი, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაყოფიერი და თანმიმდევრული თანამშრომლობაა.

აღსანიშნავია, რომ ჯილდო ინტერსექტორული თანამშრომლობის კარგ მაგალითსაც ქმნის. ამ კონტექსტში მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს თანადგომისა და ერთგულებისათვის. გვჯერა, რომ მათთან პარტნიორობით წინ ბევრი ახალი და საინტერესო სიახლე შეგვიძლია შევთავაზოთ მასწავლებლებს. ამ მიზნით ჩვენს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი ამ პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.“- განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე.

„დღეს, მაქვს პატივი ლიბერთის სახელით დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური  კამპანიის მიმართ.  ჩვენ წელს, უკვე მეხუთედ, მივიღებთ მონაწილეობას ამ კამპანიაში და საინფორმაციო მხარდაჭერის გარდა, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულ საუკეთესო მასწავლებლების ათეულს დავაჯილდოვებთ.

ლიბერთი ბანკისთვის მეტად საპასუხისმგებლოა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და  მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა,  რაც თავის მხრივ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს.

გასული წელი განსაკუთრებულად რთული იყო პედაგოგებისთვის და მათდამი პატივისცემის გამოსახატად, #ლიბერთიგულით სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპრიზო ფონდი გავაორმაგოთ.“ - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ვასილ ხოდელი.

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება 1 მარტს დაიწყო და 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება (www.tprize.ge).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...