1 5 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ აგროსტარტაპების მხარდაჭერაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი ინოვაციური პროდუქტის ფარგლებში, რომელიც აგროსტარტაპებისთვისაა განკუთვნილი, თიბისიმ უკვე დააფინანსა 250-მდე სტარტაპი. ინვესტიციის საერთო მოცულობა კი, 70 მილიონ ლარს აჭარბებს. 

აგროსტარტაპების დაფინანსების პროექტს თიბისი 2016 წლიდან ახორციელებს. ოთხი წლის განმავლობაში პროექტმა რამდენიმე ეტაპი გაიარა. თავდაპირველად, ის მრავალწლიანი ბაღების გაშენების მხარდაჭერით დაიწყო და 2017 წლიდან ადგილობრივი ვაზის დარაიონებული ჯიშების გაშენება და საოჯახო მეურნეობის მხარდაჭერა მოჰყვა. დღემდე, სტარტაპ აგრო პროდუქტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით მევენახეობის სპეციფიკურ ზონებში 100 ჰა-ზე მეტ ფართობზე ადგილობრივი ჯიშის საღვინე ვაზი გაშენდა. 

2018 წლიდან პროექტს დაემატა მაღალპროდუქტიული ჯიშის მეცხოველობის ფერმების მხარდაჭერა, ინტენსიური საკალმახე მეურნეობები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები. 2019 წლის შემოდგომიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი მწარმოებლებისთვის სტარტაპ აგრო პორდუქტის ჩამონათვალს გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობა და აგროტურიზმიც დაემატა. 

„პანდემიის მიუხედავად აგროსტარტაპების მხარდაჭერა თიბისის არც ერთი მიმართულებით არ შეუჩერებია, მათ შორის არ შეგვიზღუდავს აგროტურიზმის მხარდაჭერაც. სტარტაპებით დაფინანსების ჩამონათვალს ჩვენ ყოველ ახალ სამეურნეო სეზონზე ვამატებდით სხვადასხვა აგრო მიმართულებებს და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. ახლახანს ბიზნესის მხარდაჭერით მიზნით შევქმენით აგრო ბარათიც, რომლითაც სარგებლობა განსაკუთრებით აქტუალურია სწორედ ახლა, გაზაფხული სეზონზე. ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ ბევრ ახალ და საჭირო პროდუქტს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს,“ - შოთა გონგლაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგა. 

აგროსტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა ძირ თანხაზე გრძელვადიან საშეღავათო პერიოდის გამოყენებას გულისხმობს, რაც დამოკიდებულია დასაფინანსებელი საქმიანობის სპეციფიკაზე და მაქსიმუმ 5 წელს შეადგენს. ძირითადი საშუალებებისთვის სესხების გაცემა „შეღავათიან აგროკრედიტთან“ პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება და ითველისწინებს სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მიერ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...