1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზება II და III თაობის პრიუსის მფლობელებისთვის

 

ტოიოტას ძრავები შექმნილია ხანგრძლივი და შეუფერხებელი მუშაობისთვის, ეკონომიურობისთვის და საიმედოობის უზრუნველყოფისთვის ნებისმიერ პირობებში, მაგრამ ამ მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარული სერვისი და უმაღლესი ხარისხის ზეთი.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“  22 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით II  და III თაობის პრიუსების მფლობელებს  ძრავის ზეთის შეცვლის სრულ სერვისს  125 ლარად სთავაზობს. ასევე აქციით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ავტომობილის ჰიბრიდული სისტემის შემოწმებას.

ტოიოტას ორიგინალი ძრავის ზეთი (TGMO) ძრავის ერთადერთი საპოხი ნივთიერებაა, რომელიც სპეციალურად ტოიოტას მარკის  ავტომობილებისთვის შეიქმნა. სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, TGMO საპოხი მასალები ტესტირებულია და შემუშავებულია სპეციალურად ტოიოტასთვის, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ძრავის საჭიროებები.

 

რამდენიმე ასპექტი, თუ რა სარგებელს მიიღებს ტოიოტას მარკის ავტომობილის ძრავა TGMO-სგან:

· დაცვა: მძლავრი, თხელი დამცავი ფენა ძრავის ნაწილებს ერთად მუშაობის საშუალებას აძლევს. მის გარეშე ძრავა გადახურდება და გამოვა მწყობრიდან.

· სიმძლავრე: ავსებს ნაპრალს დგუშსა და ცილინდრის კედელს შორის და საშუალებას აძლევს ძრავას, გამოიმუშაოს მაქსიმალური სიმძლავრე.

· ეკონომია: უზრუნველყოფს ძრავის შეუფერხებელ მუშაობას, რაც ამცირებს დახარჯულ ენერგიას და ხდის ავტომობილს უფრო ეკონომიურს.

· საიმედოობა: ხელს უშლის ნარჩენების წარმოქმნას, ინარჩუნებს ძრავის სისუფთავეს, ხელს უწყობს დგუშის რგოლების გამართულ მუშაობას და იძლევა გარანტიას, რომ  ძრავა იდეალურად იმუშავებს ნებისმიერ ამინდსა და მართვის პირობებში.

· ხანგრძლივობა: ანეიტრალებს მჟავებს, რომლებიც წვის შედეგად წარმოიქმნება და გაცილებით ხანგრძლივად იცავს კოროზიისგან.

ტოიოტას ორიგინალი ძრავის ზეთი, სწორად შერჩევის და რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, საშუალებას გაძლევთ დიდი ხნით ისიამოვნოთ თქვენი ავტომობილის გამორჩეულად კარგი მუშაობით, ნაკლები გამონაბოლქვითა და საწვავის შემცირებული ხარჯით.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის დაგ­ვი­კავ­შირ­დით ნო­მერ­ზე : (+995 032) 229 20 00 ან გვეწ­ვი­ეთ  მი­სა­მარ­თზე: ვაკე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქ. N6.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...