1 5 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მობაილ და ინტერენტბანკს უსაფრთხოების დამატებითი მეთოდები ემატება

მეტი უსაფრთხოებისთვის, თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკს  აპლიკაციაში შესვლისას და  ტრანზაქციების შესრულებისას ორმაგი აუთენტიფიკაციის მეთოდი ემატება. 

20 მარტიდან, მომხმარებლებმა საბანკო გადარიცხვების შესრულებისას (50 ლარს ზემოთ), ასევე აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლისას  SMS კოდი უნდა შეიყვანონ.

რეგულაცია ეროვნული ბანკის ინიციატივით ხორციელდება და ის მომხმარებლებისთვის დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფას  ისახავს მიზნად. 

პროცესების და ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისი მომხმარებლებს სანდო მოწყობილობის და კონტაქტების ფუნქციონალის გააქტიურებას სთავაზობს, რაც დაზოგავს მათ დროს.

·         სანდო მოწყობილობის გაატიურება

თუ მომხმარებელი ამ ფუნქციას გაიაქტიურებს, მას  მობაილ ან ინტერნეტბანკში შესვლისას ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა არ მოუწევს. სანდო მოწყობილობის ფუნქციონალის გააქტიურება შესაძლებელია „პარამეტრების“ განყოფილებაში. (თუ 20 მარტამდე მომხმარებლს სანდო მოწყობილობა უკვე დამატებული ჰქონდა, მისი გააქტიურება ხელახლა იქნება საჭირო).

·         სანდო მიმღების დამატება

სანდო შაბლონი/მიმღების დამატების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხის გადარიცხვისას, ერთჯერადი უსაფრთხოების/დიჯიპას კოდის შეყვანა არ დასჭირდება. სანდო შაბლონის დამატება  ტრანზაქციის შესრულების შემდეგ და ასევე, შაბლონების გვერდიდანაცაა შესაძლებელი. 

დამატების შემდეგ, მომხმარებელს სანდო შაბლონი 24 საათში გაუაქტიურდება. 

გამარტივებული ფუნქციონალებით სარგებლობისთვის მომხმარებელს მობაილბანკის აპლიკაცია განახლებული უნდა ჰქონდეს. 

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:

https://www.products.tbconline.ge/otp

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...