1 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი სტარტაპერის პარტნიორობა BTU-სთან და ახალი საინვესტიციო პროდუქტი ენჯელ ინვესტორებისთვის

გლობალური სტარტაპ ფონდი საქართველოში მასშტაბებს აფართოებს და სტარტაპების შერჩევას იწყებს. საერთაშორისო ვენჩურული ფონდები და ენჯელ ინვესტორები აშშ-დან, ისრაელიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ენჯელ ინვესტორები საქართველოდან, მსოფლიოს უმსხვილესი MIT-ს სამეწარმეო ცენტრის წევრობა, თიბისის  ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი და დემო დღე, რომელიც მაისში BTU-ს ორგანიზებით გაიმართება.    

BTU-ს ბაზაზე, ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი მაისში სტარტაპების დაფინანსებისთვის ემზადება.

რიგით მესამე ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო პარტნიორებს, მსხვილ ინვესტორებს და სტარტაპ ეკოსისტემის გამორჩეულ მონაწილეებს მსოფლიოდან. გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე დაფუძნდა და პირველი მსხვილი დაფინანსება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში განახორციელა. ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, ახდენს საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, ორგანიზებას უკეთებს შეხვედრებს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუციებთან და საქართველოში შექმნილ სტარტაპებს ხელმისაწვდომობას უხსნის დაფინანსების სხვადასხვა წყაროებზე.  

2021 წლის თებერვლიდან, MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, გაჩნდა შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ღონისძიებებზე და დემო დღეებზე დასწრების და საერთაშორისო ბაზარზე სწრაფი განვითარების. აღნიშნული შესაძლებლობებით გლობალური სტარტაპ ფონდის შერჩეული კომპანიები ისარგებლებენ. 

ფინანსებთან წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიულმა პარტნიორმა, თიბისი სტარტაპერმა ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხდება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...