1 5 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აქ.ახლა თიბისის საბანკო სივრცეების განახლება, ახალი კონცეფციის ფარგლებში, გრძელდება

დღეს, თბილისში თიბისიმ მორიგი განახლებული ფილიალი გახსნა. ეს არის რიგით მეექვსე განახლებული ფილიალი, რომელიც ახალი კონცეფციის ფარგლებში შეიქმნა.  ახალ სივრცეებს დანარჩენი ფილიალებისგან ის განასხვავებს, რომ უფრო თანამედროვე, კომფორტულ და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს ქმნის. 

ახალი ფილიალების კონცეფცია მოდულარულობის და სიმარტივის პრინციპზეა აგებული. გარემო მაქსიმალურად მოქნილია, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვისაც, რაც ფილიალში სტუმრობის გამოცდილებას კომფორტულს, სწრაფს და სასიამოვნოს ხდის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიალების განახლება ეფუძნება ახალი - უნივერსალური მომსახურების ბიზნეს მოდელს, რაც იმას გულისხმობს, რომ მაქსიმალურად გამარტივებულია მომხმარებლის ნავიგაცია. აქ მომხმარებელს ნებისმიერ საბანკო მომსახურებას თიბისის ერთი თანამშრომელი გაუწევს. ახალ ფილიალში განთავსებულია საცალო, პერსონალური საბანკო და ბიზნეს მომსახურების სივრცეები, ასევე, ნებისმიერ სტუმარს შეუძლია გამოიყენოს საერთო სამუშაო სივრცე.   

„თიბისის მისიაა ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება, ჩვენ ყველა პროდუქტს თუ მომსახურებას ამ ჭრილში ვუყურებთ. მუდმივად ვუსმენთ მომხმარებლებს, ვიღებთ მათგან უკუკავშირს და შესაბამისად ვვითარდებით.  ჩვენი მთავარი გზავნილი აქ.ახლაა, რაც მომხმარებლებთან ერთად მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, წარმატების გაზიარებას და ცხოვრების გამარტივებას ნიშნავს ნებისმიერ შეხების წერტილში, იქნება ეს ციფრული, თუ ფიზიკური სივრცე. ფილიალების განახლების პროექტი სწორედ მომხმარებლების და თიბისელების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. 2021 წელს კიდევ არაერთი ასეთი სივრცე შეემატება თიბისის და რაც მთავარია, ეს იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

ფილიალების განახლების პროექტზე თიბისის გუნდთან ერთად ბრიტანული სააგენტო GEOMETRY მუშაობდა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სივრცეების შექმნაში. სწორედ ადგილობრივი და საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილების სინერგიის შედეგად შეიქმნა ახალი ფილიალების კონცეფცია. 

ფილიალების სივრცული მოწყობა ისეთ გამოცდილებას ქმნის, რომელიც მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას ეფუძნება და მაქსიმალურად სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე სამყაროში აუცილებელია, სივრცეში ინტეგრირებულ თითოეულ ელემენტს თავისი დანიშნულება ჰქონდეს და ინტერიერის დიზაინი ფუნქციურ დატვირთვას ატარებდეს. ფილიალში გამოყენებული ბუნებრივი მასალების და ღია ფერების სინთეზი კი, ინტერიერს განსაკუთრებით მეგობრულს და კომფორტულს ხდის. 

ყველა ფილიალში არის გამოყოფილი ერთი კუთხე, სადაც აგურის კედელზე ქართველი ხელოვანების გია ბოხუას და დავით ჩანადირის ნამუშევრებია გადატანილი, რომლებიც კონკრეტულ სივრცეებზეა მორგებული და განსაკუთრებით უხდება მათ ხასიათს და გარემოს. 

2021 წლიდან განახლებული საბანკო სივცეები რეგიონებშიც გამოჩნდება. თბილისში  მომხმარებლების მიღება განახლებულ ფილიალებს შემდეგ მისამართებზე შეუძლია:

 

·        ვაჟა-ფშაველას გამზ. #49

·        ა. წერეთლის გამზ. #73ა

·        თავისუფლების მოედანი #7

·        ი. ჭავჭავაძის გამზირი #29/31/33

·        ჯავახეთის ქ. (მ/ს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია)

·        ვ. გორგასლის ქ.  #41

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...